ოკლენდის რეგიონი
ოკლენდი (ინგლ. Auckland) — ახალი ზელანდიის ერთ-ერთი ადმინისტრაციული რეგიონი. სახელი ეწოდა ქვეყნის უდიდესი ურბანული არეალის — ქალაქ ოკლენდისგან. რეგიონი მოიცავს ოკლენდის მეტროპოლისს, პატარა ქალაქებს, სასოფლო დასახლებებსა და ჰაურაკის ყურის კუნძულებს. ამ რეგიონში ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის ერთი მესამედი. ახალი ზელანდიის რეგიონებს შორის, ოკლენდს ყველაზე დიდი მოსახლეობა ჰყავს, პირველია ეკონომიკურად, მაგრამ ტერიტორიის მხრივ მეორე ყველაზე მცირეა.
რეგიონი | |
---|---|
ოკლენდის რეგიონი ინგლ. Auckland | |
ქვეყანა | ახალი ზელანდია |
ადმ. ცენტრი | ოკლენდი |
კოორდინატები | 36°54′00″ ს. გ. 174°47′00″ ა. გ. / 36.90000° ს. გ. 174.78333° ა. გ. |
ფართობი | 4894 კმ² |
მოსახლეობა | 1 415 550 კაცი (2013) |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+12:00]] |
ოფიციალური საიტი | aucklandcouncil.govt.nz |
2010 წლის 1 ოქტომბერს, ოკლენდის რეგიონი უნიტარული მმართველობის გახდა, რომელსაც ოკლენდის საბჭო მართავს. მან წინა რეგიონული საბჭო და შვიდი ადგილობრივი საბჭო ჩაანაცვლა. ამ პროცესში, სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ტერიტორია მეზობელ უაიკატოს რეგიონს გადაეცა.
გეოგრაფია
რედაქტირებარეგიონი გადაშლილია კაიპარის უბიდან (ჩრდილოეთით) სამხრეთით, ოკლენდის ნახევარკუნძულის ყელების გასწვრივ, უაიტაკერეს ქედებისა და ოკლენდის ვიწრო ყელების გავლით. რეგიონი სრულდება მდინარე უაიკატოს შესართავიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით. ჩრდილოეთით ესაზღვრება ნორთლანდის, სამხრეთით კი უაიკატოს რეგიონი.