ერთი ახალგაზრდა ცხოვრების ოთხი ფურცელი (რუს. Четыре страницы одной молодой жизни) — რეზო ესაძის 1967 წლის რუსული მხატვრული დრამატული ფილმი.

„ოთხი ფურცელი“
ჟანრი დრამა
დამდგმელი რეჟისორი რეზო ესაძე
სცენარის ავტორი ვერა პანოვა
როლებში ბორის რუდნევი, ნატალია ველიჩკო
სტუდია ლენფილმი
გამოსვლის თარიღი 1967
ხანგრძლივობა 79 წთ.
ქვეყანა საბჭოთა კავშირი
ენა რუსული
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

საშა აგაფონოვი სოფლიდან მიემგზავრება და დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს. ის ქალაქში გაემგზავრება, მძღოლად მოეწყობა, ბინას მიიღებს და ახალგაზრდა გოგოსთან, ლიზასთან ფიქტიურ ქორწინებას გააფორმებს. ლიზა ბინაში ქმარს მიიყვანს. საშა ბინას წყვილს დაუთმობს და თავად შუა აზიაში გაემგზავრება სამუშაოდ. ახალ სამუშაო ადგილზე საშას მეგობარი დაეღუპება და ამჯერად მურმანსკში გაემგზავრება, სადაც ქმრიანი ქალი შეუყვარდება. ქალი საშას სიყვარულს იმავე გრძნობით არ უპასუხებს და საშაც კვლავ სხვაგან მიდის ბედის საძებნელად.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება