ოთარ ჭელიძე

ქართველი პოეტი

ოთარ ჭელიძე (დ. 8 სექტემბერი, 1925, თბილისი — გ. 20 დეკემბერი, 1998) — ქართველი პოეტი.

ოთარ ჭელიძე
დაბადების თარიღი 8 სექტემბერი, 1925(1925-09-08)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 20 დეკემბერი, 1998(1998-12-20) (73 წლის)
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა პოეტი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მაქსიმ გორკის ლიტერატურული ინსტიტუტი

1948 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი, ხოლო 1952 წელს — მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი.

მუშაობდა გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტისა“ და ჟურნალ „ნიანგის“ რედაქციაში. 1966-1974 წლებში იყო გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს“ მხატვრული რედაქციის გამგე. მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა 1941 წელს. ცალკე წიგნებადაა გამოცემული მისი პოემები: „რაჭველები“, „პოემები“, „რჩეული პოემები“. მან თარგმნა ალექსანდრე ტვარდოვსკის „ვასილი ტიორკინი“, „შორეთს იქით შორეთი“, „ზღაპრული ქვეყანა“ და ალექსანდრე პუშკინის „ევგენი ონეგინი“.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება