ოთარ ტაბიძე
ოთარ ტაბიძე (დ. 30 მარტი, 1925, სოფელი ივანდიდი, წულუკიძის რაიონი, საქართველოს სსრ — გ. 8 ივნისი, 1986, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი და საჭადრაკო კომპოზიტორი.
საჭადრაკო კომპოზიცია
რედაქტირებაოთარ ტაბიძის პირველი საჭადრაკო ამოცანა 1939 წელს დაიბეჭდა. მას მოპოვებული ჰქონდა სხვადასხვა ჯილდო საერთაშორისო და ადგილობრივ კონკურსებში. 1947 წელს მისმა ორმა ამოცანამ საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის კომიტეტის გამოცხადებულ კონკურსზე I-II პრიზები გაიყო, ხოლო 1957 წელს მან გაიმარჯვა საქართველოს საჭადრაკო კომპოზიტორთა პირველ ჩემპიონატში (სამსვლიანი ამოცანების განყოფილება). 1960-იან წლებში მან ამოცანების მთელი სერია გამოაქვეყნა იუგოსლავიის ჟურნალ "პრობლემში". ამავე ჟურნალის მიერ გამოცხადებულ სამსვლიანი ამოცანების კონკურსში მისმა ერთ-ერთმა ნაწარმოებმა პირველი პრიზი მოიპოვა.
რჩეული ამოცანები
რედაქტირებაამოხსნა:
1. კc5
აქ ორი ვარიანტი იქმნება:
1. ... მფa4
2. ეb6 მფa5
3.კd4 მფa4
4.კc3 მფa3
5.ეa8#
1. ... მფa6
2.მფb4 მფa5
3.a4 მფa6
4.ეb8 მფa5
5.ეa8#
აღნიშნულ ამოცანაში შესრულებულია ექო-შამათები.
ლიტერატურა
რედაქტირება- გიორგაძე თ., ქართული ჭადრაკის მატიანე, ნაწ. I, თბ., 1995. — გვ. 58.
- გურგენიძე დ., ოთარ ტაბიძის საჭადრაკო ფილოსოფია, თბ., 1999.