ოთარ მამამთავრიშვილი

ქართველი ქირურგი

ოთარ გრიგოლის ძე მამამთავრიშვილი (დ. 11 ოქტომბერი, 1924, თბილისი — გ. 16 თებერვალი, 1996, იქვე) — ქართველი ქირურგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი (1973), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1986), საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1984), სამედიცინო-ბიოლოგიური აკადემიის ნამდვილი წევრი (1994).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1948 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ქირურგი (1976–1979), თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ქირურგიის I კათედრის გამგე (1980–1996).

ოთარ მამამთავრიშვილმა კლინიკურ პრაქტიკაში დანერგა ორიგინალური ოპერაციული მეთოდები კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, ღვიძლსა და ელენთაზე. აღსანიშნავია ექსტრაპერიტონიზაციის მეთოდი, რომლითაც ხდება ინფექციის შესაძლო კერის იზოლაცია პერიტონეუმის ღრუდან, რაც პერიტონიტის პრევენციის ძირითადი პირობაა და სხვ.

ოთარ მამამთავრიშვილი იყო საქართველოს ქირურგიის სამეცნიერო საზოგადოების გამგეობისა (1976–1979) და ბელორუსის სამეცნიერო ქირურგიის საზოგადოების საპატიო (1978) წევრი. აკადემიკოს გ. მუხაძის სახელობის ქირურგიის საზოგადობის თავმჯდომარე (1994–1996).

ოთარ მამამთავრიშვილი არის სამეცნიერო ნაშრომების, მათ შორის — გამოგონებებისა და რაციონალიზატორული წინადადების ავტორი.

მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება