სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გამყრელიძე.

ოთარ გამყრელიძე (დ. 14 მარტი, 1932, სოფ. ზოდი, ჭიათურის მუნიციპალიტეტი) — იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, პუბლიცისტი. გამოქვეყნებული აქვს სამასამდე ნაშრომი.[1] 2007 წლიდან მისის რედაქტორიბით გამოდის სამართლებრივი ჟურნალი „ცხოვრება და კანონი“.

ოთარ გამყრელიძე

ოთარ გამყრელიძე
დაბადების თარიღი 14 მარტი, 1932 (1932-03-14) (92 წლის)
ზოდი, საქართველო
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა დროშა: სსრკ სსრკ
დროშა: საქართველო საქართველო
განათლება თბილისის ვაჟთა მე-20
საშუალო სკოლა
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქმიანობა იურისტი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1951 წელს დაამთავრა თბილისის ვაჟთა მე-20 საშუალო სკოლა. 1954-1957 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში.

1958-1963 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1990-1997 წლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიწვეული მეცნიერ-კონსულტანტი.

1991-2006 წლებში სამეცნიერო მუშაობის პარალელურად საქართველოს ადვოკატთა კოლეგის წევრია და გამოდის სასამართლო პროცესებზე.[2] პარალელურად აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტთან.

1993 წლის დეკემბრიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სამთავრობო კომისიის წევრი და შემდეგ თავჯდომარეა. პარალელურად არჩეული იყო საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციის პროექტის შემმუშავებელ კომისიის წევრად.[2]

მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციებში სისხლის სამართლის საკითხებზე, რომელთაგან აღსანიშნავია საბჭოთა კავშირისა და დასავლეთ გერმანიის მეცნიერთა შეხვედრა (თბილისი, 1983 წელი) და გერმანიის ქალაქ ფრაიბურგის მაქს პლანკი საზღვარგარეთისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის მიერ 1999 წელს ორგანიზებული სამეცნიერო შეხვედრა თემაზე: „სისხლის სამართლებრივი წარსულის გადასინჯვა“. კონფერენციის მასალები ასახულია გერმანულ და რუსულ ენებზე გამოცემულ კრებულებში.

1995 წლის დეკემბერსა და 1996 წლის იანვარში მიწვეული იყო გერმანიის ქალაქ ფრაიბურგის მაქს-პლანკის საზღვარგარეთისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტში ორთვიანი სამეცნიერო მივლინებით. სამეცნიერო მივლინებაში ყოფნის პერიოდში მის მიერ მომზადდა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ალტერნატიული პროექტი“, რომელიც გამოქვეყნდა 1996 წელს ჟურნალ „საქართველოს პარლამენტის უწყებანი“ დეკემბრის ნომერში. აღნიშნული პროექტთან ერთად 1997 წლის 4-14 თებერვალს საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ განსახილველად ნიდერლანდებში ექსპერტიზისათვის წარადგინა. პროექტი გამოქვეყნებულია ო. გამყრელიძის წიგნში „ბრძოლა სამართლებრივი სახელმწიფოსათვის“, 1998 წელს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. უზენაეს სასამართლოში ოთარ გამყრელიძის 85 წლის იუბილე აღინიშნა. საქართველოს უზენაესი სასამართლო (24 მარტი, 2017). ციტირების თარიღი: 23 ივლისი, 2018.
  2. 2.0 2.1 მადლი უანგარო ღვაწლისა. ქართული პრესის ელექტრონული არქივი (14 მარტი, 2012). ციტირების თარიღი: 23 ივლისი, 2018.[მკვდარი ბმული]