ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ოთარ ილიას ძე ბლიაძე (დ. 1928, სოფ. საკირე, ბორჯომის რაიონი), ქართველი მშენებელი, წარმოების ნოვატორი, სოციალისტური შრომის გმირი (1971). სკკპ წევრი 1958-იდან.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1949-1969 წლებში მუშაობდა ჩითახევჰესის, ბულაჩაურის გვირაბის, ტყიბულჰესის, ლაჯანურჰესის და ხრამჰეს 2-ის მშენებლობაზე. 1963 წლიდან ენგურჰესის მშენებლობაზეა. ბლიაძის ბრიგადამ ჰიდრომშენებლობაში პირველმა აითვისა დიდი კვეთის გვირაბების ჩქაროსნული და მაღალხარისხოვანი დაბეტონება მოძრავი ლითონის ყალიბით. მონაწილეობდა სკკპ XXII ყრილობის მუშაობაში. დაჯილდოებულია ორი ლენინის ორდენით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქსე, ტ. 2, გვ. 429, თბ., 1977
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოთარ_ბლიაძე“-დან