ოზურგეთის სახვითი ხელოვნების ცენტრი
ოზურგეთის სახვითი ხელოვნების ცენტრი — ხელოვნების მუზეუმი და სურათების გალერეა ქალაქ ოზურგეთში. ოზურგეთის სამხატვრო გალერეა ჩამოყალიბდა 1989 წლის 10 ოქტომბერს. ცენტრში დაცულია ქართველ მხატვართა ნამუშევრების კოლექცია (ლ. გუდიაშვილი, ელ. ახვლედიანი, ა. ვარაზი, გია ბუღაძე, მ. ცეცხლაძე, ნ. ცეცხლაძე, ა. თავართქილაძე, ბ. შველიძე, ჯ. გამბინო, კ. შენჰოფუსი, ე. კრეტასი და სხვ.), ხალხური რეწვის ნიმუშები (ხეზე კვეთილობა და ნაქარგობა, ფარდაგები, გობელენი). არსებობს ოზურგეთელ მხატვართა შემოქმედების ამსახველი კატალოგი; შექმნილია მხატვრების მონაცემთა ბაზა. მუზეუმის მისამართია ოზურგეთი, რუსთაველის ქ. 6
ოზურგეთის სახვითი ხელოვნების ცენტრი | |
---|---|
დაარსდა | 10 ოქტომბერი, 1989 |
ქვეყანა | საქართველო |
მდებარეობა | ოზურგეთი |
სტატუსი | ხელოვნების მუზეუმი |
ექსპონატი | 1323 |
დირექტორი | ავთანდილ თავართქილაძე |