ოზერნას მღვიმე
ოზერნას მღვიმე (უკრ. Озерна) — მღვიმე უკრაინაში, ტერნოპოლის ოლქში. მდებარეობს პოდოლსკის მაღლობზე, სოფელ სტრელკოვცის მიდამოებში. წარმოადგენს დიდი კარსტული ძაბრის (დიამეტრი 200 მ-ზე მეტი, სიღრმე დაახლ. 18 მ) ფსკერზე განლაგებულ ლაბირინთიან ორსართულიან სისტემას შესასვლელით. საერთო სიგრძე 130 კმ-ზე მეტია, ცალკეული დარბაზებისა 100 მ-ზე მეტი (ალიგატორის ეხი). დამახასიათებელია ე.წ. ორგანული მილები (სიმაღლეში 18 მ-მდე); გამოხატულია თაბაშირის კრისტალების ნალექები, სტალაქტიტები და სტალაგმიტები; მარგალიტის ეხში აღმოჩენილია მღვიმური მარგალიტი. ჰაერის ტემპერატურაა დაახლოებით 10°C, ტენიანობა 80–100%. აღმოჩენილია 20-მდე მცირე ზომის არაღრმა მუდმივად გამდინარე ტბა, რომელთა მინერალიზებული წყლის ტემპერატურა დაახლოებით 8°С-ია. პერიოდულად, 10–15 წელიწადში ერთხელ, ხდება წყლის დონის აწევა, რის შედეგადაც იტბორება მიწისქვეშა ღრმულები და მღვიმე რამდენიმე წლის მანძილზე მიუწვდომელი ხდება (მაგალითად, 1991–1995 წლებში). ცნობილია XX საუკუნის პირველი ნახევრიდან. შესწავლილია 1963–1972 წლებში. ტურიზმის პოპულარული ობიექტია.[1]
ოზერნას მღვიმე | |
---|---|
უკრ. Озерна | |
კოორდინატები: 48°45′52″ ჩ. გ. 25°57′57″ ა. გ. / 48.76444° ჩ. გ. 25.96583° ა. გ. | |
ქვეყანა | უკრაინა |
ტერიტორიული ერთეული | ტერნოპოლის ოლქი |
სიგრძე | დაახლ. 130 000 მ |
ამგებელი ქანები | თაბაშირი |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ОЗЁРНАЯ ПЕЩЕРА // Большая российская энциклопедия. т. 23. — М., 2013. — стр. 724.