ოვოსკოპი (ლათ. ovum - კვერცხი და skopeo - ვუყურებ, ვათვალიერებ), ხელსაწყო, რომელსაც იყენებენ კვერცხის ხარისხის დასადგენად და ინკუბაციის პროცესში კვერცხში ჩანასახის განვითარების კონტროლისათვის. ოვოსკოპი კვერცხის ფორმის ბუდეა, რომლის შიგნით მოთავსებულია სინათლის წყარო - ელექტრონათურა. ოპერატორს კვერცხი მიაქვს ოვოსკოპის ნახვრეტთან, ხოლო სინათლის ნაკადი მას გაჭვირავს და უზრუნველყოფს კვერცხის ხარისხიან დათვალიერებას.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქსე, ტ. 7, გვ. 503, თბ., 1984