ოდისეა: თანამედროვე სიქველი
ოდისეა — ნიკოს კაზანძაკისის ეპიკური პოემა. შედგება 24 ნაწილისგან და მოიცავს 33333 ჩვიდმეტმარცვლიან ტაეპს. „ოდისეა“ ავტორს ჩაფიქრებული ჰქონდა, როგორც თანამედროვე ადამიანის ეპოსი. პოეტი მასზე 15 წელი მუშაობდა. ის წარმოადგენს ჰომეროსის ოდისეის ერთგვარ გაგრძელებას, რადგანაც წიგნში მოქმედება იწყება ითაკაზე ოდისევსის დაბრუნების მომენტიდან. იგი ჩაფიქრებულია, როგორც ახალი თავგადასავალი დაუკმაყოფილებელი გმირისა, რომელიც მრავალი პერიპეტიის შემდეგ აღწევს სამხრეთ პოლუსს, სადაც სიღატაკეში ჰპოვებს აღსასრულს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლინოს პოლიტისი, ახალი ბერძნული ლიტერატურის მოკლე ისტორია, ლოგოსი, 1999, გვ. 66–67