ოგიუსტენ ჟან ფრენელი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ოგიუსტინ ჟან ფრენელი (ფრანგ. Augustin Jean Fresnel; დ. 10 მაისი, 1788 — გ. 14 ივლისი, 1927) — ფრანგი ფიზიკოსი და ინჟინერი.

ოგიუსტენ ჟან ფრენელი
ფრანგ. Augustin Fresnel
დაბ. თარიღი 10 მაისი, 1788(1788-05-10)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11]
დაბ. ადგილი Broglie
გარდ. თარიღი 14 ივლისი, 1827(1827-07-14)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] (39 წლის)
გარდ. ადგილი ვილ-დ’ავრე
დასაფლავებულია პერ-ლაშეზის სასაფლაო და Grave of Fresnel
მოქალაქეობა საფრანგეთი
საქმიანობა ფიზიკოსი, civil engineer და ინჟინერი
ალმა-მატერი პოლიტექნიკური სკოლა, Lycée Malherbe და გზებისა და ხიდების ეროვნული სკოლა
დედა Augustine Mérimée
ნათესავ(ებ)ი Léonor Mérimée
ჯილდოები რუმფორდის მედალი[12] , Grand prix des sciences mathématiques, სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[13] და 72 names on the Eiffel Tower[14]

ბიოგრაფია

რედაქტირება

ოგიუსტინ ჟან ფრენელი დაიბადა 1788 წლის 10 მაისს, ბროგლიში. ოგიუსტინი იყო არქიტექტორი ჟაკ ფრენელის (1755-1805) მეორე შვილი[15]. დედამისი იყო აუგუსტინ ჩარლოტ მარია ლუის მერიმე (1755-1833)[16]. ოჯახს გადასახლება ორჯერ მოუწია: პირველად 1790 წელს შერბურში[17], ხოლო მეორედ 1794 წელს — მათიუში[18]. ამ ოჯახის პირველი შვილი, ლუისი (1786-1809) იყო არტილერიის ლეიტენანტი, რომელიც გარდაიცვალა ჯაკაში (ესპანეთში), ოცდამესამე დაბადების დღემდე ერთი დღით ადრე[16]. მესამე ვაჟი, ლეონორი (1790-1869) ოგიუსტინის მსგავსად გახდა ინჟინერი[19]. ხოლო მეოთხე შვილი, ფულგენს ფრენელი (1795-1855) იყო ლინგვისტი და დიპლომატი[20]. ოთხი ძმიდან მსოლოდ ერთს, ლეონორს ჰყავდა ცოლი[16][21].

ოგიუსტინ ჟან ფრენელი საკმარისად სუსტად სწავლობდა სკოლაში. მისი უნარი მხოლოდ პოლიტექნიკურ სკოლაში გამოვლინდა, როდესაც მათემატიკითა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით დაინტერესდა, თუმცა ეს ყველაფერი მაინც არ მიგვანიშნებდა იმ დიდ აღმოჩენაზე, რომელიც მან ცხოვრების შემდგომ პერიოდში გააკეთა.

ოგიუსტენ ჟან ფრენელმა 20 წლის ასაკში დაიწყო სახელმწიფო სამსახური. იგი ამ სამსახურში რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა: მის მოვალეობას წარმოადგენდა გზების შეკეთება და ქალაქის სამუშაოების ტექნიკურ ზედახედველობა, აგრეთვე იგი იყო შუქურის განათების რეორგანიზაციის კომისიის წევრი.

მოღვაწეობა

რედაქტირება

ფრენელმა ოპტიკაში კვლევითი სამუშაოები დაიწყო სამხედრო სამსახურში ყოფნის დროს. თავდაპირველად მას საქმე არგამოუვიდა რადგან ბევრი რამ გაუგებარი იყო მისთვის. მაგრამ თავისი ნიჭისა და მონდომების წყალობით მან მალევე წარმატებებს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ იგი ექსპერიმენტებს ატარებდა პრიმიტიული საშუალებებით, მაგრამ მაინც საუცხოო შედეგებს აღწევდა. მისი კვლევის შედეგი იყო ის შესანიშნავი ნაშრომი, რომელიც მან 1815 წელს წარუდგინა პარიზის აკადემიას. მასში ოგიუსტინ ჟან ფრენელმა გადმოგვცა საკუთარი დაკვირვებები, რომელთა საფუძველზე შექმნა სინათლის დიფრაქციის თეორია. შემდგომში მის მიერ შემუშაველი ნაშრომები დიდი დროის განმავლობაში იყო გამოყენებადი. მან საკუთარი დიდი წვლილი შეიტანა სინათლის მოძღვრების განვითარებაში. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პოლარიზაციის მოვლენის განმრტებას. აგრეთვე, მან დაამტკიცა, რომ პოლარიზებული სხივები პერპენდიკულარულ სიბრტყეებში ინტერფერენციას არ განიცდის, რამაც დაასაბუთა სინათიის ტალღური ხასიათი. შემდგომ პერიოდში ფრენელი ლუკმა-პურის საშოვნელად ხელს ჰკიდებდა შემთხვევით საქმეეს.

ოგიუსტინ ჟან ფრენელის ჯანმრთელობა ყოველთვის ცუდ მდგომარეობაში იყო. მისი ხველა განსაკუთრებით გაუარესდა 1826-1827 წლის ზამთარში. იგი გარდაიცვალა 1927 წლის 14 ივლისს, ბასტილიის დღის პერიოდში[22].

1818 წლის აპრილში ფრენელი არჩეულ იყო პარიზის ფილოსოფიური საზოგადოების წევრად[23]. ჯერ კიდევ 1817 წელს მან პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრობის სურვილი გამოთქვა, თუმცა მის მიღებას ერთი ხმა დააკლდა[23]. ამ შემთხვევაში წარმატებული კანდიდატი გამოდგა ჯოზეფ ფურიერი. 1825 წლის 9 ივნისს ფრენელი გახდა ლონდონის სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[24]. 1827[25] წელს იგი დააჯილდოვეს რუმფორდის მედლით[26] 1824 წელს გამოქვეყნებული ნაშრომისათვის.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სობესიაკი რ., დიდი ფიზიკოსები, გვ. 54-55, თბ., 1978.
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  3. 3.0 3.1 Augustin-Jean Fresnel — 2010.
  4. 4.0 4.1 Encyclopædia Britannica
  5. 5.0 5.1 StructuraeRatingen: 1998.
  6. 6.0 6.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  7. 7.0 7.1 GeneaStar
  8. 8.0 8.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  9. 9.0 9.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  10. 10.0 10.1 Annuaire prosopographique : la France savante / B. Delmas, R. Mathis — 2009.
  11. 11.0 11.1 Base biographiqueBIU Santé.
  12. https://royalsociety.org/grants-schemes-awards/awards/rumford-medal/
  13. List of Royal Society Fellows 1660-2007ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 130.
  14. https://www.toureiffel.paris/fr/le-monument/tour-eiffel-et-sciences
  15. J.H. Favre, "Augustin Fresnel", geneanet.org, accessed 30 August 2017.
  16. 16.0 16.1 16.2  'jeanelie' (author), "Augustine Charlotte Marie Louise Merimee" and "Louis Jacques Fresnel", geneanet.org, accessed 30 August 2017.
  17. Levitt, 2013, p. 23. Boutry (1948, p. 590) says the family left Broglie in 1789.
  18. Silliman, 2008, p. 166.
  19. Levitt, 2013, p. 99.
  20. Levitt, 2013, p. 72.
  21. On Augustin, see (e.g.) Boutry, 1948, p. 604. On Léonor, see also Levitt, 2013, pp. 104–5.
  22. Levitt, 2013, p. 98; Arago, 1857, p. 470; Boutry, 1948, pp. 602–3.
  23. 23.0 23.1 Kipnis, 1991, p. 217.
  24. Royal Society, List of Fellows of the Royal Society 1660–2007,A–J, July 2007, p. 130.
  25. Chisholm, Hugh, ed. (1911)."Fresnel, Augustin Jean".Encyclopædia Britannica. 11 (11th ed.).Cambridge University Press. p. 209.
  26. G.E. Rines (ed.), "Fresnel, Augustin Jean", Encyclopedia Americana, 1918–20, vol. 12 (1919),p.93. (This entry inaccurately describes Fresnel as the "discoverer" of polarization of light and as a "Fellow" of the Royal Society, whereas in fact he explained polarization and was a "Foreign Member" of the Society; see text.)