ოგანეს ამბარცუმიანი
ოგანეს ამბარცუმიანი (სომხ. Հովհաննես Համբարձումյան; დ. 4 ოქტომბერი, 1990, ერევანი, საბჭოთა კავშირი) — სომეხი ფეხბურთელი. პოზიციით მცველი. ამჟამად იგი თამაშობს სომხეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებსა და კვიპროსის პირველი დივიზიონის კლუბ ენოსის ნეონ პარალიმნიში.
ვარდართან, 2016 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | Հովհաննես Համբարձումյան | ||
დაბადების თარიღი | 4 ოქტომბერი, 1990 | ||
დაბადების ადგილი | ერევანი, საბჭოთა კავშირი | ||
სიმაღლე | 181 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ენოსის ნეონ პარალიმნი | ||
ნომერი | 19 | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2008 - 2014 | ბანანცი | 130 | (14) |
2014 - 2018 | ვარდარი | 79 | (13) |
2018 - | ენოსის ნეონ პარალიმნი | 28 | (3) |
ეროვნული ნაკრები | |||
2008 - 2009 | სომხეთის 19-წლამდელთა | 7 | (0) |
2009 - 2012 | სომხეთის 21-წლამდელთა | 9 | (1) |
2010 - | სომხეთი | 31 | (3) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
საკლუბო კარიერა
რედაქტირებაოგანეს ამბარცუმიანი იყო საფეხბურთო სკოლა ბანანცის სტუდენტი. თავდაპირველად, იგი ბანანცი-2-ში, მეორე დივიზიონში თამაშობდა. 2008 წლის სეზონში სომხეთის პრემიერ ლიგაში მან ერთი მატჩი ჩაატარა. მისი დებიუტი შედგა 23 აგვისტოს, არარატ ერევანთან სტუმრად გამართულ შეხვედრაში; თამაში ბანანცის დამარცხებით, ანგარიშით 0:1, დასრულდა. იგი თამაშში 84-ე წუთზე, სევენ მურადიანთან შეცვლით შემოვიდა.[1] მომდევნო სეზონში ამბარცუმიანი რეგულარულად მონაწილეობდა კლუბის ისეთ მატჩებში, რომლებიც სომხეთის პრემიერ ლიგისა და სომხეთის თასის ეგიდით იმართებოდა. ბანანცი სომხეთის თასის ფინალში 3-ჯერ გავიდა (2008, 2009, 2010). 2010 წლის სეზონში, სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის რეგლამენტით ჩატარებულ სამ ღონისძიებაში მონაწილეობისას, ბანანცი მეორეზე იყო პრემიერ ლიგის, თასის და სომხეთის სუპერლიგის რიგებში.
2014 წლის 18 ივნისს ამბარცუმიანმა 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა კლუბ ვარდართან. 2014-15 წლების სეზონის დასასრულს იგი დასახელდა მაკედონიის წლის საუკეთესო ფეხბურთელად.[2]
საერთაშორისო კარიერა
რედაქტირებაოგანეს ამბარცუმიანმა სომხეთის ეროვნულ 19-წლამდელთა ნაკრებში 2 წელზე მეტი გაატარა; ამ დროის განმავლობაში მან 7 თამაშში მიიღო მონაწილეობა. შემდეგ იგი მიიწვის 21-წლამდელთა ნაკრებში. 21-წლამდელთა ნაკრებში მისი დებიუტი 2009 წლის 4 სექტემბერს, შვეიცარიის ამავე ასაკობრივი ნაკრების წინააღმდეგ შედგა. მან თამაში მეორე ტაიმში დატოვა (მას შეეცვალა არტაკ იედეგარიანი). ხსენებულ თამაშში სომხეთის გუნდი 1:3 დამარცხდა. მეორე მატჩი, ესტონეთის U-21 გუნდის წინააღმდეგ, მომავალი წლის 20 მაისს გაიმართა. ამ თამაშში ამბარცუმიანი მოედანზე, მეორე ტაიმში, 88-ე წუთზე შემოვიდა (ჩაანაცვლა ედგარ მალაკიანი). თამაში ესტონეთის სასარგებლოდ, ანგარიშით 2:3 დასრულდა.[3]
მისი დებიუტი სომხეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში შედგა უეფას ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო მატჩში. ამ სერიის პირველი თამაში გაიმართა ირლანდიის წინააღმდეგ, ხოლო ამბურცუმიანი შეცვლის შემდეგ, 71-ე წუთზე, შემოვიდა მოედანზე.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოგანეს ამბარცუმიანი — National-Football-Teams.com
- FFA.am
- ოგანეს ამბარცუმიანი — FootballDatabase.eu
- ოგანეს ამბარცუმიანი — Soccerway
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Խաղի զեկույց, "Արարատ" - "Բանանց" (PDF) (in Armenian). FFA.am. Retrieved 24 March 2013.
- ↑ Hambardzumyan Moves To Macedonia at HaySoccer.Com, 18-06-2014
- ↑ Чемпионат Европы 2013 до 21 года (in Russian). FFA.am. Retrieved 24 March 2013.