ობჩური შავი, ობჩის წითელიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია სქელი ქეჩისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ფორმის, ფრთიანი, კუმსი, იშვიათად გვხვდება თხელი მტევნები. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოვალური ფორმის, შავი ფერის. წვენი ღია ვარდისფრადაა შეფერილი.

ობჩური შავი სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. ვაზი საშუალო და საშუალოზე ძლიერი ზრდისა და საშუალომოსავლიანია. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-22%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7.0-9.5 გ/ლ-ს.

გამოიყენება სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 283