ობუხოვის ხიდი (რუს. Обуховский мост) — ერთ-ერთი უძველესი ხიდი სანქტ-პეტერბურგში, საადმირალოს რაიონში. მდინარე ფონტანკაზე. აკავშირებს სპასკისა და უსახელო კუნძულებს. ხიდის სიგრძეა - 18 მეტრი, სიგანე - 30,88 მ.

ობუხოვის ხიდი
Обуховский мост
კოორდინატები 59°55′18″N 30°19′04″E / 59.921667° ჩ. გ. 30.317778° ა. გ. / 59.921667; 30.317778
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
ტიპი საფეხმავლო, საავტომობილო
სიგრძე 18 მ
სიგანე 30,88 მ
გახსნის თარიღი 1785
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7802260000

მდებარეობა

რედაქტირება

ობუხოვის ხიდი მდებარეობს მოსკოვის პროსპექტზე

დინების ზემოთში მდებარეობს გორსტკინის ხიდი, ხოლო ქვემოთ — იზმაილოვის ხიდი.

უახლოესი მეტროსადგურია „სპასკაია“.

სახელწოდება

რედაქტირება

1738 წლამდე ხიდს ოფიციალური სახელწოდება არ ჰქონია. სახალხო სახელი ობუხოვი მიიღეს მშენებელ პავლე ობუხოვის გვარისაგან. 1738 წელს სანქტ-პეტერბურგის მშენებლობის კომისიამ ხიდს საარის ხიდი უწოდა. აღნიშნულის ახელი ხალხში ვერ დამკვიდრდა და მას კვლავ ობუხოვის ხიდს უწოდებდნენ.

პირველი ხის ხიდი მდინარე ფონტანკაზე თანამედროვე მოსკოვის პროსპექტზე ააგეს 1717 წელს.

1785 წელს ხის ხიდის ადგილზე ახალი, ამჯერად უკვე ქვის ხიდი ააშენეს. აღნიშნული ხიდი იყო მდინარე ფონტანკაზე მდებარე შვიდი ტიპური ხიდიდან ერთ-ერთი. წყაროების უმრავლესობა ხიდის ავტორად ფრანგ არქიტექტორს ჟ.-პ. პერონეს ასახელებს (თუმცა დოკუმენტალურად ეს არ დასტურდება). ხიდი იყო სამმალიანი შუა მალა იხსნებოდა. 1865 წელს ინჟნერ მიხაილოვის პროექტის მიხედვით ხიდი გადააკეთეს გამხსნელი მალა შეცვალეს და მუდმივი მალა დააყენეს.

1930-იან წლებში დადგა ხიდის გადაკეთების საჭიროება. ხიდი გაფართოეს. 1937 წელს საპროექტო კანტორამ დაიწყო ახალი ხიდის პროექტის შედგენა. ავტორები გახდნენ ინჟინერი ვლადიმირ ვლადიმირის ძე დემჩენკო და არქიტექტორი ლევ ალექსანდრეს ძე ნოსკოვი. 1939 წელს ხიდი გაიხსნა მოძრაობისათვის.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Бунин М. С. Мосты Ленинграда. Очерки истории и архитектуры мостов Петербурга - Петрограда - Ленинграда.. — Л.: Стройиздат, Ленингр. отд-ние, 1986. — 280 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 332. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
  • Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — С. 88. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.
  • Антонов Б. И. Мосты Санкт-Петербурга. — СПб.: Глагол, 2002. — 192 с. — ISBN 5-89662-019-5.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება