გორსტკინის ხიდი
გორსტკინის ხიდი (რუს. Горсткин мост) — საფეხმავლო ხიდი სანქტ-პეტერბურგში, საადმირალოს რაიონში. მდინარე ფონტანკაზე. აკავშირებს სპასკისა და უსახელო კუნძულებს. ხიდის სიგრძეა — 53,6 მეტრი, სიგანე — 6,2 მ.
გორსტკინის ხიდი Горсткин мост | |
---|---|
კოორდინატები | 59°55′27″N 30°19′26″E / 59.924167° ჩ. გ. 30.323889° ა. გ. |
მდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი |
ტიპი | საფეხმავლო |
მასალა | რკინა |
სიგრძე | 53,6 მ |
სიგანე | 6,2 მ |
გახსნის თარიღი | 1898 |
მდებარეობა
რედაქტირებაგორსტკინის ხიდი მდებარეობს ეფიმოვის ქუჩის დასაწყისში და აკავშირებს მას ფონტანკის სანაპიროს სამხრეთ ნაწილთან.
დინების ზემოთში მდებარეობს სემიონოვის ხიდი, ხოლო ქვემოთ — ობუხოვის ხიდი.
უახლოესი მეტროსადგურებია „სადოვაია“, „სენის მოედანი“, „სპასკაია“.
სახელწოდება
რედაქტირებათავისი სახელწოდება ხიდმა მიიღო 1910 წელს გორსტკინის ქუჩის მიხედვით. მანამდე ქუჩას ერქვა კოლპიცინის საფეხმავლო ხიდი, მისი ამშენებლის გვარის მიხედვით.
ისტორია
რედაქტირება1898 წელს ინჟინერმა ლ. ნ. კოპლიცინმა საკუთარი სახსრებით ააგო საფეხმავლო ხის ხიდი. 1910 წელს ხიდი მნიშვნელოვნად გადააკეთეს.
1928 წელს ხიდი კვლავ გადააკეთეს ნავთობსადენის მილის გატარების გამო, სამუშაოებს ხელმძღვანელობდა ინჟინერი პ. პ. სტეპნოვი. 1940 წელს ხიდი დაკეტეს ფეხით მოსიარულეებისათვის. 1949 წელს ინჟინერ პ. ვ. ბაჟენოვის პროექტის მიხედვით წარიმართა ხიდის კაპიტალური რემონტი. ხის ზეწრები შეცვალეს ლითონის საყრდენებით, ხიდის სიგანე გაადიდეს 6,2 მეტრამდე. ხიდის კაპიტალური რემონტის სამუშაოებს ხელმძღვანელობდა ინჟინერი პ. ბლოხინი. 1997 წელს ხიდის საფეხმავლო ნაწილი ლითონის ფილებით დაფარეს.
ხიდი ამჟამად სამმალიანია. მალების საყრდენები კი ლითონისგანაა აგებული.
ლიტერატურა
რედაქტირება- Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Горсткин мост //СПб ГБУ «Мостотрест»