ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ობერცენტრი (გერმან. Oberzentrum – მთავარი ცენტრი, სიტყვასიტყვით ზედა დონის ცენტრი) ჰქვია სამხარეო დაგეგმარებასა და ეკონომიკურ გეოგრაფიაში ზედა საფეხურის ცენტრალურ ადგილს და წარმოადგენს გერმანელი გეოგრაფის ვალტერ კრისტალერის მიერ დამკვიდრებულ ერთ–ერთ ცნება–ტერმინს ცენტრალური ადგილების სისტემიდან.

ამ სქემაზე წარმოდგენილია ცენტრალური ადგილების ერთი ჰომოგენური სივრცე ურთიერთშემაკავშირებელ ღერძებთან ერთად

ობერცენტრების, ანუ მთავარი ცენტრების და სხვა ცენტრალური ადგილების განსაზღვრა ხდება სამხარეო და რეგიონული დაგეგმარების პროგრამებში.

საერთოდ, ობერცენტრები ირგვლივ მოცულია სხვადასხვა საშუალო დონის ცენტრებით, ანუ ე.წ. მითელცენტრებით. მითელცენტრები თავის მხრივ გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენენ მესამე სეგმენტისათვის, რომელიც ქვედა დონის ცენტრებს წარმოადგენს. ქვედა დონის ცენტრებს უნთერცენტრებს უწოდებენ.

გარდა მთავარი და პერიოდული მოთხოვნილებისა ობერცენტრებში შეიძლება დაფარულ იქნას ასევე სპეციფიკური მოთხოვნილებები, რომელიც მოიცავს ინფრასტრუქტურულ და საყოფაცხოვრებო მომსახურებებს .

  • განსაკუთრებული ტიპის მაღაზიები
  • სპეციალური საწარმოები
  • სპეციალიზებული კლინიკები
  • თეატრი
  • მუზეუმები
  • (უმაღლესი აკადემიური) სასწავლებლები
  • რეგიონალური უწყებები

ობერცენტრების უფრო ზუსტი ფუნქციური დატვირთვა გერმანიის მასშტაბით მხარიდან მხარეში განსხვავებულად განისაზღვრება. ასე მაგალითად არსებობს დაბალი და მაღალი საფეხურის ობერცენტრების გაგება, რომლის მიხედვითაც კელნი და დიუსელდორფი ნორდრაინ–ვესტფალიაში მაღალი საფეხურის ობერცენტრებია, მაშინ როდესაც კრეფელდი დაბალი საფეხურის ობერცენტრადაა მიჩნეული. არსებობს მითელცენტრები, რომელთაც ობერცენტრის ფუნქცია აკისრიათ, რადგან მათ სავალდებულო დატვირთვის მხოლოდ გარკვეული ნაწილი გააჩნიათ. გარდა ამისა, არსებობს ე.წ. ორმაგი ცენტრები, ანუ დოპელცენტრები და ქალაქების კავშირები, რომლებიც ფუნქციურად განავრცობენ ერთმანეთს, რათა ობერცენტრის მოთხოვნილებები ერთად დააკმაყოფილონ.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
ცენტრალურ ადგილთა სისტემა
მიტელცენტრი
უნტერცენტრი
კლაინცენტრი
დოპელცენტრი
ვალტერ კრისტალერი
გერმანიის გამოყენებითი გეოგრაფიის კავშირი
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ობერცენტრი“-დან