მიტელცენტრი
(გადამისამართდა გვერდიდან მითელცენტრი)
მიტელცენტრი ჰქვია სამხარეო დაგეგმარებასა და ეკონომიკურ გეოგრაფიაში ცენტრალურ ადგილთა სისტემის საშუალო საფეხურის ცენტრალურ ადგილს , რომელიც გერმანელმა გეოგრაფმა ვალტერ კრისტალერმა შეიმუშავა 1950 წელს. ადგილის მნიშვნელობას ნაკლებად განაპირობებს მისი სიდიდე, არამედ ბევრად უფრო მეტად ამ ადგილის ინფრასტრუქტურა მის გარშემომდებარე ადგილებთან შედარებით. ეს სისტემა რამდენიმე საფეხურისაგან შედგება — ობერცენტრის, მიტელცენტრის, უნტერცენტრისა და კლაინცენტრისაგან.