ნუტაცია (ლათ. nutatio — „რხევა“) — მყარი სხეულის მოძრაობა, რომელიც პრეცესიასთან ერთად ხდება და რომლის დროსაც იცვლება კუთხე სხეულის საკუთარი ბრუნვის ღერძსა და პრეცესიული მოძრაობის შესაბამის ღერძს შორის. ამ კუთხეს ნუტაციის კუთხეს უწოდებენ. სიმძიმის p ძალის გავლეხნით მოძრავი გიროსკოპის (ბზრიალას) ნუტაცია წარმოადგენს გიროსკოპის ღერძის რხევებს, რომელთა ამპლიტუდა და პერიოდი მით უფრო ნაკლებია, ხოლო სიხშირე მით უფრო მეტია, რაც მეტია საკუთარი ბრუნვის კუთხური სიჩქარე. როცა დიდია, ნუტაციის ამპლიტუდა და პერიოდი დაახლოებით უდრის , სადაც და არის კუთხის ცვლილების საზღვრები, – მანძილი სხეულის უძრავი წერტილიდან სიმძიმის ცენტრამდე, — გიროსკოპის ინერციის მომენტი მისი სიმეტრიის ღერძის მიმართ, — ინერციის მომენტი იმ ღერძის მიმართ, რომელიც სიმეტრიის ღერძის პერპენდიკულარულია და გადის უძრავ წერტილწზე.

ნუტაციის სქემა

ნუტაცია ასტრონომიაში

რედაქტირება
 
პლანეტის ნუტაცია

ასტრონომიაში ნუტაცია არის დედამიწის ღერძის მცირე რხევები, რომლებიც ერთვის მის საუკუნეებრივ პრეცესიულ მოძრაობას აღმოაჩინა ჯ. ბრედლიმ 1737 წელს. ამ რხევებს განაპირობებს მბრუნავ სფეროიდულ დედამიწაზე მთვარისა და მზის შემაშფოთებელი გავლენა; მათ უწოდებენ მთვარე-მზისიერ ან იძულებით ნუტაციას. ნუტაცია შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც სხვადასხვა პერიოდისა და ამპლიტუდის მქონე მარტივი რხევების ერთობლიობა. ეს რხევები დამოკიდებულია მთვარის, მისი ორბიტის აღმავალი კვანძის   და პერიგეუმის, აგრეთვე მზისა და მისი გეოცენტრული ორბიტის პერიგეუმის საშუალო გრძედებზე.

ნუტაციის გამო გაზაფხულის ბუნიობის წერტილი გადაადგილდება ეკლიპტიკაზე, ამიტომ მნათობთა ეკლიპტიკური გრძედები იცვლება (ნუტაცია გრძედზე). ნუტაციის გამო იცვლება ეკლიპტიკის დახრა ეკვატორთან (ე. წ. დახრის ნუტაცია) და მნათობთა ეკვატორული კოორდინატები.

ნუტაციური რხევებიდან უდიდესი არის რხევა, რომლის პერიოდია 18.6 წელი. იგი განისაზღვრება მთვარის კვანძების ხაზის სრული მობრუნების პერიოდით. შესაბამისი დახრის ნუტაცია ეტოლება 9.21"  , ნუტაცია გრძედზე კი — 17.23"  .

ნუტაციის სრული გამოსახულება, რომელიც საფუძვლად უდევს ასტრონომიულ წელიწდეულებს, შეიცავს 109 პერიოდულ წევრს. ნუტაციის შედეგად სამყაროს ჭეშმარიტი პოლუსის მოძრაობა ცის სფეროზე გამოისახება ტალღისებრი წირით.

ლიტერატურა

რედაქტირება