ნუსლეს ხიდი (ჩეხ. Nuselský most, 1975-1989 კლემენტ გოთვალდის ხიდი) — ხიდი პრაღაში. აგებულია წინასწარდაძაბული რკინა-ბეტონით და პრაღის სამხრეთ რაიონებს აკავშირებს ქალაქის ცენტრთან. ხიდის ზედაპირზე გადის 6 ზოლიანი ჩრდილოეთ-სამხრეთის ავტომაგისტრალი, ხოლო ხიდის სისქეში არის ღრუ, რომელშიც გადის მეტროს C ხაზი. უშუალოდ ხიდის სამხრეთ ბოლოში ჩაშენებულია მეტროს სადგური „ვიშეჰრადი“. თავისი კონსტრუქციის ორიგინალურობიდან და სამშენებლო სამუშაოების მასშტაბურობიდან გამომდინარე ხიდმა „XX საუკუნის მშენებლობის“ წოდება მიიღო. მშენებლობა დაიწყო 1968 წელს და დასრულდა 1974. პროექტის ავტორები არიან ინჟინრები: იან ვიტკა და მიროსლავ სური და ინჟინერ-არქიტექტორი რობერტ ბუხაჩკა. ხიდის პარამეტრებია: სიგრძე — 485 მ, სიგანე 26,5 მ, სიმაღლე — 42,5 მ. ხიდი ცნობილია მასზე თვითმკვლელობათა სიმრავლით (1974 წლიდან დღემდე ხიდიდან გადახტომით სიცოცხლე დაასრულა 300-ზე მეტმა ადამიანმა).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: