ნურადინ აღაჰუსეინოვი

(გადამისამართდა გვერდიდან ნურადინ აყაჰუსეინოვი)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნურადინ აღაჰუსეინოვი (აზერ. Nurəddin Ağahüseynov, სრული სახელი:Nurəddin Aslan oğlu Ağahüseynov; დ. 15 დეკემბერი, 1951, ჰასანაბადი — გ. 25 იანვარი, 1990, ნეფთჩალა) — შავი იანვრის ტრაგედიის მსხვერპლი.[1]

ნურადინ აყაჰუსეინოვი
დაბადების თარიღი 15 დეკემბერი, 1951
ჰასანაბადი, ნეფთჩალის რაიონი, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 20 იანვარი, 1990
ნეფთჩალის რაიონი, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
დაკრძალულია სოფელ ჰასანაბადის სასაფლაო
ეროვნება აზერბაიჯანელი
მოქალაქეობა დროშა: სსრკ სსრკ

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1951 წელს ნეფთჩალის რაიონის სოფელ ჰასანაბადში. 8-წლიანი სკოლის დაამთავრობის შემდეგ სამხედრო სამსახურში იყო ლენინგრადში (ახლანდელი სანქტ-პეტერბურგი).1972 წელს დაამთავრა აზერბაიჯანის მსუბუქი მრეწველობის ტექნიკური კოლეჯი და მუშაობდა სხვადასხვა სფეროში. იმ სოფელში ცხოვრობდა, სადაც დაიბადა.

შავი იანვრის დღეს, დაახლოებით 19:00 საათზე მან ნეფთჩალის ცენტრალური უნივერმაღის წინ ტანკები დაინახა, ამ დროს სამუშაოდან ბრუნდებოდა თავისი მანქანით. ესროლეს, როდესაც უკან წასვლას ცდილობდა. ტყვია კისერში შევიდა და შუბლიდან გამოვიდა. იმავე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.[2]

დაკრძალეს ნეფთჩალის რაიონის სოფელ ჰასანაბადის სასაფლაოზე.[3]