ნუნუ II
ნუნუ II (პორტ. Nuno II Mendes; დ. ?– გ. 1071) — პორტუგალიის საგრაფოს უკანასკნელი გრაფი (1050–1071 წწ.). ვიმარა პერეშის დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი. გრაფ მენდუ III-ის შვილი და მემკვიდრე. მისი სწრაფვა უფრო მეტი ავტონომია მოეტანა პორტუგალიისათვის წინააღმდეგობაში მოდიოდა გალისიის სამეფოს ინტერესებთან, რამაც გამოიწვია ნუნუ II-ის დაპირისპირება გალისიის მეფე გარსია I-თან. 1071 წლის 18 იანვარს ნუნუ II პედროსოსთან ბრძოლაში კიდეც შეეწირა ამ ინტერესებს. ნუნუ მენდეშის გარდაცვალების შემდეგ პორტუგალიის საგრაფო შეუერთდა გალისიის სამეფოს.