ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნუნუ ბერაძე (დ. 1 აგვისტო, 1949, ფოთი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1972 წელს დაამთავრა ლენინგრადის ი.პავლოვის სახელობის I სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1972–1978 წლებში იყო თბილისის 26–ე პოლიკლინიკის უბნის თერაპევტი. 1978–1986 წლებში საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ენდოკრინოლოგიური განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1986 წლიდან კარდიოლოგიის ინსტიტუტის ნივთიერებათა ცვლის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 30 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება შაქრიანი დიაბეტის, ათეროსკლეროზის და ჰიპერტენზიის რისკის ჯგუფების გამოვლენას ჯანმრთელ მოსახლეობაში, სიმსუქნისა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების პრობლემებს, ორსულთა დიაბეტს.

1985 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ინსულინის, გლუკოზის, თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების და ტრიგლიცედების დონე სხვადასხვა ტიპის სიმსუქნის დროს.“

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 38

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნუნუ_ბერიძე“-დან