ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნუმულიტები (Nummulites < ლათ. numusus — პატარა მონეტა) — ფორამინიფერების ქვეკლასის გადაშენებული მსხვილი ერთუჯრედიანი ორგანიზმების გვარი. ნუმულიტების სპირალურად დახვეული ნიჟარის დიამეტრი 160 მმ აღწევს, ნიჟარის ზედაპირზე მხოლოდ გარე ხვეული მოჩანს. ხვეულები ტიხრებით მარტივ კამერებადაა დაყოფილი. ტიხრების გაგრძელებები ნიჟარის ზედაპირზე წარმოქმნის ტიხრის ხაზებს, ხოლო სვეტები — ხორკლებს. ნიჟარის კედლებსა და ტიხრებში განვითარებულია არხთა სისტემა. ნუმულიტები მიეკუთვნებიან უმნიშვნელოვანეს სახელმძღვანელო ნამარხთა ჯგუფს, რომელთა მეშვეობით ხდება პალეოგენური ნალექების სტრატიგრაფიული დანაწილება.

ნუმულიტები

ლიტერატურა

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნუმულიტები“-დან