ნუკრიანის წმინდა გიორგის ეკლესია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნუკრიანის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნუკრიანში. სოფლის აღმოსავლეთ ნაწილში, სასაფლაოზე. თბილისი სიღნაღის გზატკეცილის პირას, მარცხენა მხარეზე.

ტაძრის სიმაღლე დაახლოებით 8-10 მეტრია, აგებულია რიყის ქვითა და ქართული აგურით. ტაძარი მოთუთიებული თუნუქით არის გადახურული. ტაძრის კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი გარედან შეთეთრებულია, შიგნიდან ნაწილობრივ გალესილია გაჯით. ტაძრის სამხრეთ კედელზე დატანებულია ბაზალტის ქვა წარწერებით. ეკლესია ამჟამად მოქმედია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6367