ნუგზარ მიხანაშვილი
ნუგზარ მიხანაშვილი (დ. 2 მაისი, 1956, გორი — გ. 3 ნოემბერი, 1992) — ქართველი აგრონომი, პოლიტიკოსი. ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერი (1994, სიკვდილის შემდეგ).
ნუგზარ მიხანაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 2 მაისი, 1956 |
დაბადების ადგილი | გორი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 3 ნოემბერი, 1992 (36 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
საქმიანობა | აგრონომი, პოლიტიკოსი |
ჯილდოები |
1979 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიის ფაკულტეტი.
იყო ნიადაგმცოდნეობისა და აგროქიმიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. 1992 წელს იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ერთობა“. უფლებამოსილება შეუწყდა გარდაცვალების გამო.