ნუგზარ ბოლქვაძე

ქართველი ექიმი, მეცნიერი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნუგზარ ბოლქვაძე (დ. 5 ოქტომბერი, 1960, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.

1987–1999 წლებში იყო პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ლაბორანტი, უფროსი ლაბორანტი, მეცნიერ–თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. დღემდე აღნიშნული ინსტიტუტის თანამშრომელია. 1999 წლიდან ულტრასონოგრაფიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი. ავტორია 28 სამეცნიერო ნაშრომის ბავშვთა ასაკის ანემიებზე. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: „ერითრონის ასაკობრივი თავისებურებანი ნორმასა და პათოლოგიური მდგომარეობების დროს.“

1994 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ცენტრალურ–ნერვული სისტემის დაზიანების გენებში ტვინის საწინააღმდეგო ანტისხეულების როლი ახალშობილთა ჰომოლიზური დაავადების დროს.“

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება