ნუბჰეტეპტი
ნუბჰეტეპტი — ძველი ეგვიპტის დედოფალი მეცამეტე დინასტიიდან, ძველი ეგვიპტის მეორე გარდამავალი პერიოდის დროს. უცნობია ნუბჰეტეპტის მეუღლის სახელი, თუმცა ცნობილი, რომ ფარაონ ჰორის ჰყავდა ქალიშვილი ნუბჰეტეპტი-ხერედი. სახელი ითარგმნება, როგორც „ბავშვი ნუბჰეტეპტი“, რაც იმის დასტურია, რომ არსებობდა კიდევ ერთი, მასზე უფროსი ნუბჰეტეპტი, რომელიც შესაძლოა ფარაონ ჰორის მეუღლე და ნუბჰეტეპტი-ხერედის დედა ყოფილიყო.
ნუბჰეტეპტი | |
---|---|
ეგვიპტის დედოფალი | |
მეუღლეები | ჰორი (?) |