ნოხჩიჩო ვილაიეთი
ნოხჩიჩო ვილაიეთი (ნოხჩიჩოს პროვნიცია; ჩეჩნურად: ვილაიატ ნოხჩიჩიო, Вилаят Нохчийчоь,რუსულად: Джамаат Нохчийчоь,დჟამაატ ნოხჩიჩო) — კავკასიის საამირო ორგანიზაციის ჩეჩნეთის ფრთის წარმომადგენელი. იგი შეიქმნა 2007 წელს, როგორც საამიროების ექვსი ვილაიეტიდან ერთ – ერთი, რომელმაც ჩაანაცვლა ჩეჩნეთის იჩკერიის რესპუბლიკა.
ნოხჩიჩო ვილაიეთი | |
---|---|
ჩეჩ. Вилаят Нохчийчоь | |
კავკასიური საემიროს დროშა | |
შეიქმნა | 31 ოქტომბერი, 2007 |
გაუქმდა | ივნისი 2015 წელი |
ტიპი | wilayah და შეიარაღბული ძალების სტრუქტურა |
ასლამბეკ ვადალოვი (აღმოსავლეთის ფრონტი - დაიშალა 2011 წლის ივლისი) თარხან გაზიევი (სამხრეთ-დასავლეთის ფრონტი - დაიშალა 2011 წლის ივლისი) ხუსეინ გაკაევი †(აღმოსავლეთის სექტორი) ასლან ბიუტუკაევი (დასავლეთის სექტორი) |
ისტორია
რედაქტირებაწინაპირობა
რედაქტირებაჩეჩნეთის იჭკერიის რესპუბლიკა იყო არაღიარებული სეპარატისტული მთავრობა, რომელიც დაარსდა რუსეთის ჩეჩნეთის რეგიონში 1991 წლის ბოლოს ჯოხარ დუდაევის მიერ. 1996 წელს რუსეთის ფედერაციისგან დე ფაქტო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ჩეჩნეთის პირველი ომის შემდეგ, იგი ჩეჩნეთის მეორე ომში ჩაება, რის გამოც 2000 წლის მაისში ჩეჩნეთის პირდაპირი მმართველობა დამყარდა. რუსეთთან ტერიტორიული კონტროლის დაკარგვის შემდეგ, ნოხჩიჩო ვილაიეთი აგრძელებდა არსებობას აჯანყებული ჯგუფის სახით, რომელიც იბრძოდა პარტიზანული ომის სახით რუსი ჯარისკაცების წინააღმდეგ. ზოგიერთმა ჩეჩენმა სეპარატისტმა ასევე შეუტია მშვიდობიან მოსახლეობასაც. ნოხჩიჩო ვილაიეთი მნიშვნელოვნად დასუსტდა რუსებთან კონფლიქტის შედეგად მომდევნო წლებში, რასაც მრავალი მსხვერპლი და გარდაცვლილი მოჰყვა. მარდაიცვალა მისი პრეზიდენტებიც, ასლან მასხადოვი და აბდულ ჰალიმ სადულაევი. 2006 წლის ივნისში სადულაევის გარდაცვალების შემდეგ, დოკა უმაროვი აიყვანეს, როგორც ნოხჩიჩო ვილაიეთის შემდეგი ლიდერი.[1]
კავკასიური საემიროს დეკლარაცია
რედაქტირება2007 წლის 7 ოქტომბერს იჭკერიას პრეზიდენტმა დოქა უმაროვმა განაცხადა კავკასიის საამიროს დაარსების შესახებ, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში დამოუკიდებელი ისლამური სახელმწიფოს შექმნას ცდილობდა. ამავე დროს, უმაროვმა გააუქმა ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩკერია და მის ნაცვლად გამოაცხადა, რომ იგი ახლა საამიროს პროვინცია, ანუ ვილაიატი იყო.[2]
დავა ლიდერობაზე
რედაქტირება2010 წელს კავკასიის საემიროს ოფიციალურ ვებ- გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც დოკკუ უმაროვი თავს ლიდერად აცხადებდა. ამ ვიდეოს სხვა ვიდეოც მოჰყვა, სადაც უმაროვი ლიდერად გახდომაზე უარს ამბობს. კავკასიის საამიროს ჩეჩნური ფრთის რამდენიმე მეთაურმა - თარხან გაზიევმა, მუჰანადმა, ასლანბეკ ვადალოვმა და ჰუსეინ გაკაევმა უმაროვისადმი ერთგულების ფიცი მოხსნეს. ვიდეოში მათ ასევე განაცხადეს, რომ გეკაევი აირჩიეს ჩეჩნეთის ემირად.[3]
2011 წლის ივლისში შარიათმა სასამართლომ უმაროვის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება და წევრებმა მას ხელმეორედ შეჰფიცეს. ემდეგ უმაროვმა გამოაცხადა ვილაიატის რეორგანიზაცია ორ სამხედრო სექტორად, ასლან ბიუტუკაევი დაინიშნა ახლად შექმნილი დასავლეთის სექტორის უფროსად, ხოლო ჰუსეინ გაკაევი დასახელდა აღმოსავლეთ სექტორის უფროსად.[4]
უმაროვის გარდაცვალება
რედაქტირება2013 წელს კავკასიის საამიროების ლიდერის, დოქა უმაროვის გარდაცვალების შემდეგ, როგორც ცნობილია, ბიუტუკაევი გახდა ვილაიათ ნოხჩიჩოს ახალი ხელმძღვანელი.[5] 2014 წლის 15 მაისს ინტერნეტით გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ასლან ბიუტუკაევი და აჯანყებული რაიონის მეთაურები ერთგულების ფიცს დებენ კავკასიის საამიროს ახალ ხელმძღვანელს, ალიასხაბ კებეკოვის მიმართ. ეს იყო ჩეჩენი აჯანყებულების ყველაზე დიდი შეხვედრა, რომელიც, როგორც ცნობილია, მოხდა 2011 წლის ხელმძღვანელობის დავის შემდეგ. ამის მიუხედავად, 2014 წლის ბოლოდან ბევრმა ჩეჩნელმა საშუალო დონის მეთაურმა მოხსნა ფიცი კებეკოვისადმი და ერთგულება აღუთქვა ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის. 2015 წლის ივნისში, ბიუტუკაევმა განაცხადა, რომ მან ასევე აღიარა ალ- ბაღდადი მათ ლიდერად.[6]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Nick Paton Walsh (19 June 2006). "Chechnya rebels appoint new leader after killing". The Guardian. Retrieved 18 June 2006.
- ↑ "Two years of Imarat Kavkaz: jihad spreads over Russia's south", დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. Caucasian Knot, 7 October 2009.
- ↑ Jihadists in Crisis, The Atlantic, 24 November 2010
- ↑ Some Chechen Commanders Reaffirm Loyalty To Umarov". Radio Free Europe/Radio Liberty. 26 July 2011.
- ↑ "Rebels in Chechnya Regroup in Rare Meeting of Field Commanders". Jamestown Foundation. 8 August 2014. Retrieved 11 August 2014.
- ↑ "What Caused the Demise of the Caucasus Emirate?". Jamestown Foundation. 18 June 2015.