ნოშრიო, ნოშვრიოქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საყურძნე ვაზის ჯიში რაჭიდან.

წარსულში ნიშრიო წმინდა ნარგავებად ყოფილა გავრცელებული ამბროლაურის რაიონში. სხვა ჯიშებთანაა შერეული სოფ. ბუგეულში, საკეციასა და აბანოეთში.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი მცირე ზომისაა, მომრგვალო ფორმის, სამნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული, თითქმის მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარე ძალიან სუსტადაა აბლაბუდისებრად და ჯაგრისებრად შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი მცირე ზომისაა, კონუსური, ზოგჯერ კილინდრულ-კონუსური ფორმის, გვხვდება ცილინდრულიც. კუმსია, ზოგჯერ საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მუქი წითელია ან შავი, თხელკანიანი, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი წვნიანია.

ნოშრიოს სავეგეტაციო პერიოდი 151 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. ვაზი საშუალო ზრდისაა. მტევნის საშუალო წონა 142 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 11.6 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 22.8-23.6%-ს, ხოლო მჟავიანობა — 6.1-7.9 გ/ლ-ს.

ნოშრიო გამოიყენება სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 281
  • ვაზის ჯიშები // ჩვენი სოფელი : გაზეთი, თბილისი, 2020, № 8(58), გვ. 9.