ნოღას ციხე

(გადამისამართდა გვერდიდან ნოღის ციხე)

ნოღას ციხეშუა საუკუნეების ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღაში. მდებარეობს სოფლის ყველაზე შემაღლებულ ადგილას. მას XVI–XVII საუკუნეებს მიაკუთვნებენ. იგი ჯერ ჯაიანების, შემდეგ კი დადიანების მფლობელობაში იყო. ციხე ელიფსური ფორმის ორმაგი გალავნისა და ოთხი კოშკისგან შედგება. კოშკების სიმაღლე 10–12 მეტრს აღემატება. მათ შორის მანძილი კი დაახლოებით 2 მეტრია. 2015–2019 წლებში ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამჟამად აღდგენილია. ციხის საშენ მასალად სხვადასხვა ზომის, უმეტესად ღია ქვიშისფერი და მოვარდისფრო შირიმი, ასევე ქვიშაქვა და რიყის ქვებია გამოყენებული.

ნოღას ციხე

ნოღას ციხე 2022 წელს
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო, სოფ. ნოღა
სტატუსი აღდგენილი
ისტორია
თარიღდება XVI-XVII სს.
მასალა ღია ქვიშისფერი და მოვარდისფრო შირიმი, ქვიშაქვა, რიყის ქვები.
აღდგენის წელი 2015-2019 წწ.
ნოღას ციხე — საქართველო
ნოღას ციხე
ნოღას ციხე — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ნოღას ციხე

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება