ნოტეცი
ნოტეცი (პოლ. Noteć, გერმ. Netze) — მდინარე ცენტრალურ პოლონეთში. უერთდება მდინარე ვარტას. მისი საერთო სიგრძე 388 კმ-ია. პოლონეთის მდინარეებს შორის სიგრძით მეშვიდე ადგილი უკავია. წყალშემკრები აუზის ფართობი კი 17,330 კმ²-ია.
ნოტეცი | |
---|---|
მდინარე ნოტეცი | |
ქვეყანა | პოლონეთი |
სიგრძე | 388 კმ |
აუზის ფართობი | 17,330 კმ² |
ნოტეცი ვიკისაწყობში |
მდინარეზე მდებარეობს ქალაქები: ინოვროცლავი; იზბიცა-კუიავსკა; კრუშვიცა; პაკოსცი; ბარცინი; ლაბიშინი; ნაკლო-ნად-ნოტეცია; უისციე; ჩარნკოვი; ვიელენი; კჟიჟ-ველიკოპოლსკი; დრეზდენკო.