ნორ-კარანგასის პროვინცია
ნორ-კარანგასის პროვინცია (ესპ. Provincia de Nor Carangas) — პროვინცია ბოლივიაში, ორუროს დეპარტამენტის ჩრდილოეთ ნაწილში. დედაქალაქია უაილიამარკა.
პროვინცია | |
---|---|
ნორ-კარანგასის პროვინცია Provincia de Nor Carangas | |
ქვეყანა | ბოლივია |
ადმ. ცენტრი | Huayllamarca |
კოორდინატები | 17°58′00″ ს. გ. 67°27′00″ დ. გ. / 17.96667° ს. გ. 67.45000° დ. გ. |
ფართობი | 864 კმ² |
სალაპარაკო ენები | ესპანური, აიმარა, კეჩუა |
მოსახლეობა | 5 790 კაცი (2001) |
სიმჭიდროვე | 6,7 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTCGMT -4 |
ნორ-კარანგასი ერთ-ერთია ორუროს დეპარტამენტის თექვსმეტი პროვინციიდან. ჩრდილოეთით ესაზღვრება ლა-პასის დეპარტამენტი. ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ გადაჭიმულია 70 კმ-ზე, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისკენ 25 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 864 კმ²-ს შეადგენს.
მოსახლეობა
რედაქტირება- 1992 წლის აღწერისას, მოსახლეობა 4 900 ადამიანს შეადგენდა, 2001 წელს კი 5 790-ს, ანუ ადგილი ჰქონდა 18.2 %-იან ზრდას.
- 84 % ლაპარაკობს ესპანურად, 96 % აიმარაზე და 14 % კეჩუაზე.
- მოსახლეობის 99.7 %-ს არ აქვს ელექტროენერგია (1992).
- 84.5 % დასაქმებულია სასოფლო-სამეურნეო სფეროში, 0.1 % მაღაროებში, 3.1 % მრეწველობაში, 12.3 % მომსახურების სფეროში (2001).
- მორწმუნეთა 80 % კათოლიკეა, 15 % პროტესტანტი (1992).
დაყოფა
რედაქტირებაპროვინცია შედგება მხოლოდ ერთი მუნიციპალიტეტისაგან, რომელიც თავის მხრივ კანტონებად იყოფა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- General map of province დაარქივებული 2012-04-20 საიტზე Wayback Machine.
- Detailed map of province towns and rivers დაარქივებული 2012-04-20 საიტზე Wayback Machine.
- Population data (Spanish) დაარქივებული 2009-10-27 საიტზე Wayback Machine.