ნორმან ლევი ბოუენი

კანადელი გეოლოგი

ნორმან ლევი ბოუენი (ინგლ. Norman Levi Bowen; დ. 21 ივნისი 1887 — გ. 11 სექტემბერი 1956) — კანადელი გეოლოგი. ძირითადად მოღვაწეობდა პეტროგრაფიის დარგში.[1] აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი (1935). ამერიკის მინერალოგიური საზოგადოების პრეზიდენტი (1937). ამერიკის გეოლოგიური საზოგადოების პრეზიდენტი (1946).

ნორმან ლევი ბოუენი
დაბ. თარიღი 21 ივნისი, 1887
დაბ. ადგილი კინგსტონი
გარდ. თარიღი 11 სექტემბერი, 1956
გარდ. ადგილი ვაშინგტონი
მოქალაქეობა კანადა
აშშ
საქმიანობა გეოლოგი და მინერალოგი
მუშაობის ადგილი ჩიკაგოს უნივერსიტეტი
ალმა-მატერი კუინზის უნივერსიტეტი
ჯილდოები პენროუზის მედალი, უოლასტონის მედალი

ბიოგრაფია რედაქტირება

ნორმან ლევი ბოუენი დაიბადა ქალაქ კინგსტონში. განათლება მიიღო კანადაში. 1912–1937 წლებში და შემდეგ 1947 წლიდან მუშაობდა კარნეგის ინსტიტუტში. 1937–1947 წლებში იყო ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი. ცნობილია მისი ექსპერიმენტული გამოკვლევები სილიკატების ფიზიკურ-ქიმიურ წონასწორობათა სფეროში.[2]

ბოუენმა დაადგინა ე.წ. „რეაქციული პრინციპი“, რომლის თანახმად სილიკატური მდნარის კრისტალიზაციის პროდუქტი მისი შემდგომი გაცივებისას ხშირად ნარჩენ ხსნართან რეაგირებს და ამ გზით, იმავე კრისტალური ფაზის ფარგლებში ან ახალი შენაერთებისა და ფაზების წარმოქმნით, ახალი ქიმიზმით იძენს. ნორმან ბოუენის მიხედვით ჩვენი პლანეტის მთელი მაგმატიზმის განვითარება მიმდინარეობს პერიდოტიტებიდან, გაბრო-ბაზალტების გავლით, გრანიტებამდე.[2]

დაჯილდოებულია პენროუზისა (1941) და უოლასტონის (1950) მედლებით. ლეოპოლდინას (1946) და დეი ლინჩეის (1951) უცხოელი წევრი. ლონდონის სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი (1949).[2]

სქოლიო რედაქტირება