ნორმანდების დინასტია
ნორმანდების დინასტია (ინგლ. House of Normandy) — ნორმანული წარმოშობის არისტოკრატული გვარი, რომელიც მართავდა ნორმანდიას (911-1135 წლებში) და ინგლისს (1066-1135 წლებში). დინასტია ნორვეგიელმა ვიკინგმა როლომ დააარსა, რომელმაც 911 წელს საფრანგეთის მეფისგან ნორმანდიის ტერიტორიის ნაწილი მიიღო (მოგვიანებით გახდა საჰერცოგო).
ქვეყანა | საფრანგეთი, ინგლისი |
---|---|
ტიტულები | ნორმანდიის ჰერცოგი, ინგლისის მეფე, ფლანდრიის მმართველი |
დამაარსებელი | როლო |
უკანასკნელი მმართველი | ჰენრი I |
დაარსდა | 911 |
დაიშალა | 1135 |
ეროვნება | ნორმანები, ინგლისელები, ფრანგები |
ნორმანების მიერ ინგლისის დაპყრობის შემდეგ, უილიამ I დამპყრობელმა 1066 წელს ნორმანდიის დინასტიის დაქვემდებარებაში მოაქცია ინგლისის სამეფო. დინასტიის ბოლო მამრობითი სქესის წარმომადგენელი ჰენრი I 1135 წელს გარდაიცვალა, მან მემკვიდრეობა თავი დისშვილს სტეფან ბლუელს დაუტოვა, რომელსაც ხანდახან ნორმანდიის დინასტიასაც კი მიაკუთვნებენ ხოლმე. მეფე სტეფანის გარდაცვალების შემდეგ 1154 წელს, ინგლისისა და ნორმანდიის მმართველად პლანტაგენეტების დინასტია მოვიდა.
მმართველების სია
რედაქტირებანორმანდია
რედაქტირება- როლო, რუანის გრაფი (911—927)
- ვილჰელმ I (ნორმანდიის ჰერცოგი), რუანის გრაფი (927—942)
- რიჩარდ I, ნორმანდიის ჰერცოგი (943—996)
- რიჩარდ II, ნორმანდიის ჰერცოგი (996—1026)
- რიჩარდ III, ნორმანდიის ჰერცოგი (1026—1027)
- რობერტ II (ნორმანდიის ჰერცოგი), ნორმანდიის ჰერცოგი (1027—1035)
- უილიამ I დამპყრობელი, ნორმანდიის ჰერცოგი (1035—1087), ინგლისის მეფე (1066—1087)
- რობერტ II, ნორმანდიის ჰერცოგი (1087—1106)
- ჰენრი I, ნორმანდიის ჰერცოგი (1106—1134), ინგლისის მეფე (1100—1134)
ინგლისი
რედაქტირება- უილიამ I დამპყრობელი, ინგლისის მეფე (1066—1087)
- უილიამ II (ინგლისი), ინგლისის მეფე (1087—1100)
- ჰენრი I, ინგლისის მეფე (1100—1134)
- მატილდა, ინგლისის დედოფალი (1141)
ფლანდრია
რედაქტირება- უილიამ კლიტო, ფლანდრიის გრაფი (1127—1128)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ნორმანდების დინასტია — ენციკლოპედია ბრიტანიკა