ნორკის ბატისტა

ვენესუელელი მსახიობი

ნორკის ელიცა ბატისტა ვილიაროელი (ესპ. Norkys Yelitza Batista Villarroel; დ. 30 აგვისტო, 1977, კარაკასი, ვენესუელა) — ვენესუელელი მსახიობი, მოდელი და სილამაზის კონკურსის გამარჯვებული.[1]

ნორკის ბატისტა
დაბადების სახელი ნორკის ელიცა ბატისტა ვილიაროელი
დაბადების თარიღი 30 აგვისტო, 1977
კარაკასი, ვენესუელის დროშა ვენესუელა
საქმიანობა მსახიობი, მოდელი
მეუღლე(ები) ლეონარდო ლუტინხერი
საიტი ოფიციალური საიტი

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ნორკისი დაიბადა ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში, ლუის ბატისტასა და მიგდალის ვილიაროელ ბატისტას ოჯახში. რვა და-ძმასთან ერთად იზრდებოდა კარაკასის ერთ-ერთ ღარიბულ უბანში.[2]

ნორკისი ცნობილი სახე გახდა მას შემდეგ, რაც მეორე ადგილი დაიკავა სილამაზის კონკურსში მის ვენესუელა 1999.[3] ამის შემდეგ, იგი სილამაზის კონკურსებში მონაწილეობას კვლავ განაგრძობდა და 2000 წელს, ასევე მეორე ადგილი დაიკავა კონკურსში „ყავის საერთაშორისო დედოფალი“ (Reinado Internacional del Café), რომელშიც მას ყველაზე ლამაზი სახის ტიტული მიანიჭეს. იმავე წელს, ზედიზედ მოიგო კონკურსები Miss Atlántico Internacional-ი 2000 და Miss Latina Internacional-ი.

ნორკისის კარიერა სტიდენტობის დროს დაიწყო, როდესაც კარაკასის სიმონ როდრიგესის ეროვნულ ექსპერიმენტულ უნივერსიტეტში სწავლისას, მონაწილეობას იღებდა სატელევიზიო რეკლამებში. ამის შემდეგ, მოდელად დაიწყო მუშაობა ტელეკომპანია RCTV-ზე; მონაწილეობდა ისეთ შოუებში, როგორებიც იყო Gente de la Manaña და Atrevete a Soñar. ამავე არხზე, იყო სატელევიზიო შოუ La Tropa de Vacaciones-ს თანაწამყვანი.

2002 წელს, პირველი როლი მიიღო RCTV-ის ტელენოველაში „ქალწული ხუანა“. 2004 წელს, მთავარი როლი ითამაშა ტელენოველაში „უცნაური ანასტასია“, რომელშიც ის სამ ტყუპს ანსახიერებდა.[4] 2014 წელს გადავიდა ტელეკომპანია Venevisión-ში, სადაც ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა ტელენოველაში „ჩემს ყოფილს ვუნდივარ“.[5] მანამდე, 2013 წელს, მთავარი ალქაჯის როლი შეასრულა ამავე ტელეკომპანიის ტელენოველაში „შეშლილი სიყვარული“ (ორიგინალი სახელწოდება De todas maneras Rosa).[6]

ამჟამად, ვენესუელის მასშტაბით მონაწილეობს ტურნეში — მსახიობ ხავიერ მუნიოსთან ერთად, მართავს თეატრალურ სპექტაკლ Orgasmos-ს წარმოდგენებს.[7]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

2003 წლის 3 მაისს, ორწლიანი ურთიერთობის შემდეგ, იქორწინა მსახიობსა და მოდელ ლეონარდო ლუტინხერზე. 2006 წლის 20 იანვარს, წყვილს ვაჟი — სებასტიან ლუტინხერ ბატისტა შეეძინა.

ფილმოგრაფია

რედაქტირება

ტელევიზია

რედაქტირება
წელი სახელწოდება როლი შენიშვნა
2002 ქალწული ხუანა დესირე როხასი უარყოფითი პერსონაჟი
2003 ჩემი მსუქანი ლამაზი Chiquinquirá Lorenz Rivero "La Chiqui" უარყოფითი პერსონაჟი
2004 უცნაური ანასტასია ანასტასია ვალბუენა დე ბოროფსკი / ალექსანდრა ვალბუენა / კატალინა ვალბუენა მთავარი როლი
2005 Amor a Palos Ana de Jesús Amaral მთავარი როლი
2008 ვნებიანი შურისძიება Victoria Guanipa Salcedo მთავარი როლი
2009 ეს არის, რაც არის Yolanda González de Oropeza მთავარი როლი
2011 ველური ყვავილი Zhara მეორეხარისხოვანი როლი
2012 ჩემს ყოფილს ვუნდივარ მირანდა ატენას დე მილერი ნაწილობრივ დადებითი პერსონაჟი[8]
2013 შეშლილი სიყვარული ანდრეინა ვალიეხო უარყოფითი პერსონაჟი[9]
2015 Una Maid en Paitilla იოლანდა ფრანკო მთავარი როლი
2016 გაყიდული გული მალენა კორონა სოტილიო ნაწილობრივ დადებითი პერსონაჟი[10]
2017 Prueba de Fe Episode:Juan Pablo II ანა ტერესა არისმენდი მთავარი როლი
  • 2006: მირანდა
  • 2007: 13 წამი
  • 2008: სენიორ პრეზიდენტი

ჯილდოები და ნომინაციები

რედაქტირება
წელი ჯილდო კატეგორია ტელენოველა შედეგი
2007 Premios Dos de Oro წლის მასხიობი Amor a palos მოგებული
2013 Premios Inter წლის მთავარი ქალი მსახიობი ჩემს ყოფილს ვუნდივარ მოგებული
2013 Premios Inter საუკეთესო ალქაჯი შეშლილი სიყვარული ნომინირებული

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. La actriz y modelo Norkys Batista Spanish. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ნოემბერი 2013. ციტირების თარიღი: 14 February 2013.
  2. Norkis Batista visitó su antigua casa en Macarao (Fotos) Spanish. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 თებერვალი 2020. ციტირების თარიღი: 10 May 2017.
  3. NORKYS BATISTA Quedó finalista en Miss Venezuela Spanish. teleprograma.diezminutos.es. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 ივლისი 2018. ციტირების თარიღი: 10 May 2017.
  4. NORKYS BATISTA Sus trabajos más destacados Spanish. teleprograma.diezminutos.es. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 ივლისი 2018. ციტირების თარიღი: 10 May 2017.
  5. Norkys Batista celebra por partida doble: “Orgasmos” y mi “Ex me tiene ganas” Spanish. lea-noticias.com. ციტირების თარიღი: 10 May 2017.[მკვდარი ბმული]
  6. Venevisión estrena "De todas maneras Rosa" Spanish. ციტირების თარიღი: 10 May 2017.
  7. Norkys Batista aborda el sexo con humor en Orgasmos Spanish. eltelegrafo.com.ec. ციტირების თარიღი: 10 May 2017.
  8. Norkys Batista causa celos en nueva telenovela de Venevisión Spanish. es-us.vida-estilo.yahoo.com. ციტირების თარიღი: 10 May 2017.
  9. Norkys Batista, una sensual villana al borde de la locura Spanish. venevision.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 ივნისი 2020. ციტირების თარიღი: 10 May 2017.
  10. Norkys Batista: “No siempre seré la protagonista” Spanish. panorama.com.ve. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 სექტემბერი 2017. ციტირების თარიღი: 10 May 2017.
  11. Norkys Batista: “Orgasmos es una obra educativa” Spanish. elimpulso.com. ციტირების თარიღი: 10 May 2017.