ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტი

(გადამისამართდა გვერდიდან ნორზვესტერნი)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტი (ინგლ. Northwestern University) — კერძო, არასექტარული უნივერსიტეტია ჩიკაგოს გარეუბანში, ილინოისი. უნივერსიტეტის მთავარი კამპუსი 240 აკრზეა (970.000 კვ.მ.) ევანსტონში, მიჩიგანის ტბის სანაპიროზე. ნორზვესტერნის რამდენიმე პროფესიული სკოლა ქალაქ ჩიკაგოშია 25 აკრიან კამპუსზე მიჩიგანის ავენიუს “დიდებულ მილთან” ახლოს. 2004 წლის 31 აგვისტოსთვის ნორზვესტერნის ნაბოძები ფონდები $4.34 მილიარდს შეადგენდა.

უნივერსიტეტის გერბი

ნორზვესტერნში დაახ. 14 000 სტუდენტი სწავლობს (მათ შორის 8000 საბაკალავრო) და მას 7000 მასწავლებელი და საშტატო წევრი ჰყავს. უნივერსიტეტი პრესტიჟული ამერიკის უნივერსიტეტთა ასოციაციის 60 არჩეულ წევრთაგანია.

იუ-ეს-ნიუს ენდ უორლდ რიპორტის მიხედვით 2005 წელს ნორზვესტერნის საბაკალავრო პროგრამა რანგით მე-12-ეა ამერიკის მსგავს პროგრამებში. მსგავსად, ნორზვესტერნის სამაგისტრო პროგრამებიც გამუდმებით საუკეთესოთა შორისაა. მაგ. ნორზვესტერნის კელოგის მენეჯმენტის სკოლა მსოფლიოს საუკეთესო ბიზნეს სკოლათა რიცხვშია, ნორზვესტერნის იურისპრუდენციის სკოლა კი ამერიკის ათ საუკეთესო იურიდიულ სკოლათა შორისაა, ფაინბერგის სამედიცინო სკოლა საუკეთესო ოცეულშია, ხოლო ნორზვესტერნის მედილის ჟურნალიზმის სკოლა ბევრთა მიერ მიჩნეულია ამერიკის სამ საუკეთესო ჟურნალისტურ სკოლებში. იგივე ანგარიშის მიხედვით ნორზვესტერნის მატერიათა მეცნიერების პროგრამა რანგით მეორეა, სოციალურ მეცნიერებათა სელექციური მათემატიკური მეთოდების პროგრამა, ინტეგრირებული მეცნიერება, თეატრი, კომუნიკაციები და მუსიკის პროგრამები გამუდმებით საუკეთესოთა შორის არიან.

უნივერსიტეტი 1851 წელს ჩიკაგოელ მეთოდისტთა მიერ დაფუძნდა (მათ შორის ჯონ ევანზის მიერ, რომლის სახელიც ევანსტონს დაერქვა) და გაიხსნა 1855 წელს ორი ფაკულტეტის წევრითა და 10 სტუდენტით. უნივერსიტეტის სახელი - ჩრდილოდასავლეთი (ნორზვესტერნ) მოდის დამფუძნებელთა სურვილის გამო, ჩრდილოდასავლეთ ტერიტორიის შტატების (ოჰაიო, ინდიანა, ილინოისი, მიჩიგანი, უისკონსინი, მინესოტა) სტდენტებს მომსახურებოდნენ.

ნორზვესტერნის სკოლის ფერებია იასამნისფერი და თეთრი. (ამ მიზეზის გამო ჩიგაკოს ტრანზიტის გამგეობის მიწისზედა მატარაბლის ხაზს, რომელიც ევანსტონში გადის იასამნისფერი ჰქვია). იასამნისფერი ხაზის სადგურები, რომელიც ნორზვესტერნის უნივერსიტეტს ემსახურება არის დეივისი, ფოსტერი, ნოისი და სენტრალი).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება