ნორვეგიული ელკჰაუნდი

ნორვეგიული ელკჰაუნდი (ნორვ. Norsk elghund grå) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია ნორვეგიაში უძველეს ხანაში.

ნორვეგიული ელკჰაუნდი
წარმოშობის ქვეყანა ნორვეგია
თვისებები
წონა მდედრი 20-23
სიმაღლე მამრი 50-52 სმ.
მდედრი 48-50 სმ.
ბეწვი ნაცრისფერი
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
12-13 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ეს ძაღლი — ნორვეგიის ეროვნული ჯიში — სკანდინავიაში სულ მცირე 5000 წელია არსებობს. თანამედროვე სტანდარტები XIX საუკუნეში შემუშავდა.

ძლიერი, ენერგიული, ათლეტური, ძლიერი ხმის მქონე ნორვეგიული ელკჰაუნდი — ყველაზე „კლასიკურია“ ყველა შპიცისმაგვარ ძაღლებს შორის, ხოლო ქვის ხანის გათხრები ამ ჯიშის უძველეს წარმომავლობას ადასტურებს. საოცრად საზრიანი ელკჰაუნდი გამოიყენება მგელზე და ცხენირემზე სანადიროდ, მას თავისუფლად მოაქვს წვრილი ნანადირევი, როგორიცაა კურდღელი და მელა. ნორვეგიელი ფერმერები მას შინაური ფრინველების დასაცავად იყენებენ.

ნორვეგიული ელკჰაუნდი კარგად იტანს სიცივეს, მის ბეწვს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, ასევე სჭირდება ფიზიკური დატვირთვა. აქვს საშუალო ზომის, დაკუნთული კისერი, ფართო, ღრმა, სქელი ბალნით დაფარული მკერდი, კუდი ზურგისკენაა დახვეული, კუდის უკანა მხარეს ბეწვი გრძელია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება