ნორვეგიის მონარქი

(გადამისამართდა გვერდიდან ნორვეგიის მეფე)

ნორვეგიის მონარქი, ანუ მეფე, ნორვეგიის სახელმწიფოს მეთაურია, სადაც კონსტიტუციურ მონარქიასთან ერთად მთავრობის საპარლმანეტო სისტემაა. ნორვეგიის მონარქიის ფესვებს ჰარალდ თმამშვენიერამდე მივყავართ. მანამდე ქვეყანა პატარ–პატარა სამეფოებად იყოფოდა, რომელთა გაერთიანების საფუძველზე ნორვეგიის სამეფო შეიქმნა. ნორვეგია დიდი ხნის მანძილზე დანიასთან და შვედეთთან უნიაში იმყოფებოდა.

ნორვეგიის მონარქი ამჟამად მეფე ჰარალდ V-ეა, რომელიც ტახტზე 1991 წლის 17 იანვარს ავიდა. მისი მემკვიდრეა კრონ–პრინცი ჰააკონი. კრონ–პრინცს უამრავი საზოგადოებრივი ფუნქცია აკისრია ისევე როგორც დედოფალ სონიას. ჰააკონი რეგენტის ვალდებულებასაც ითავსებს მეფის არყოფნაში. ჰააკონის გარდა, მეფის სახლეული კიდევ რამდენიმე წევრისგან შედგება: მეფის ქალიშვლი, შვილიშვილები და დედმამიშვილები. ნორვეგიის სამეფო ოჯახი გლუქსბურგების მთავართა შტოს წარმომადგენელია და წარმოშობით გერმანიიდან – შლეზვიგ–ჰოლშტეინიდან არის; იგივე წარმოშობა აქვთ დანიის მონარქსა და საბერძნეთის ყოფილ სამეფო ოჯახს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება