ნორვეგიის ეროვნული თეატრი

ნორვეგიის ეროვნული თეატრი (ნორვ. Nationaltheatret) — ოსლოში მდებარე ნორვეგიის ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე ცნობილი დრამატული ხელოვნების წარმოდგენის ადგილი.

თეატრის შენობა

თეატრმა პირველი წარმოდგენა მაყურებელს 1899 წლის სეტქემბერში შესთავაზა,[1]. თუმცა, დასაბამი ჯერ კიდევ ქრისტიანიას თეატრიდან აქვს, რომელიც 1829 წელს დაარსდა. იმხანად სამი ოფიციალური ღია წარმოდგენა იმართებოდა სექტემბრის დამდეგს: ლუდვიგ ჰოლბერგის რჩეული პიესები, ჰენრიკ იბსენის „ხალხის მტერი“ და მესამე დღეს სიგურდ იორსალფარის ბიორნსტერნ ბიორნსონი.

თეატრი თავდაპირველად დაფუძნდა როგორც კერძო ინსტიტუცია და 1929 წლამდე, სანამ ნორვეგიის მთავრობა დაიწყებდა ცოტაოდენი დახმარების გაწევას, რამდენიმეჯერ სერიოზული ფინანსური სიძნელეების პირისპირ აღმოჩნდა. თეატრს არაერთი გამოჩენილი ნორვეგიელი სდგომია სათავეში, მაგრამ, 1911 წელს ვილჰელმ კრაგის გამოჩენამ, ეროვნული თეატრის „ოქროს ხანას“ მისცა დასაბამი.

თეატრს ხშირად იბსენის ნამუშევრების ბინადაც მიიჩნევენ, რადგან მისი პიესების უდიდესი ნაწილი აქვეა დადგმული. აღსანიშნავია აგრეთვე ბავშვების უსაყვარლესი პიესა „გამგზავრება საშობაო ვარსკვლავთან“, რომელიც თეატრის ფინანსურმა დირექტორმა სვერ ბრანდტმა 1924 წელს დადგა პირველად.

თეატრს ოთხი დიდი დარბაზი აქვს: მთავარი დარბაზი „Hovedscenen“, ამფითეატრი „Amfiscenen“, ფერწერული ტილოების დარბაზი „Malingsalen“ და ტორშოვის თეატრი „Torshovteatret“ ოსლოს ტორშოვის უბანში.

მიმდინარე დირექტორია ჰანე ტიომტა (2009-დღმდე). თეატრის მთავარი შენობა განთავსებულია სამეფო სასახლესა და პარლამენტის შენობას შორის. დიზაინერი ჰენრიკ ბული.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Martin Kolberg: Nationaltheatret i Oslo. - In: Manfred Brauneck / Gérard Schneilin (Hrsg.), Theaterlexikon. Begriffe und Epochen, Bühnen und Ensembles. Rowohlts Enzyklopädie, Reinbek bei Hamburg 1992 (3., vollständig überarbeitete und erweiterte Neuausgabe) ISBN 3-499-55465-8.
  • Lise Lyche: Norges teaterhistorie. Tell, Asker 1991, ISBN 82-7522-006-8.
  • Nils Johan Ringdal: Nationaltheatrets historie 1899–1999. Gyldendal, Oslo 2000, ISBN 82-05-26482-1.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Большая советская энциклопедия. Гл. ред. А. М. Прохоров, 3-е изд. Т. 18. Никко — Отолиты. 1974. 632 стр., илл.; 30 л. илл. и карт. 1 карта-вкл.