ნორბერტო რამირეს არეასი
ნორბერტო რამირეს არეასი (ესპ. Norberto Ramírez Áreas; დ. 1800, ლეონი, ნიკარაგუა — გ. 11 ივლისი, 1856, იქვე) — ნიკარაგუელი პოლიტიკოსი და იურისტი. 1840 წლის 20/23 სექტემბრიდან 1841 წლის 7 იანვრამდე იყო სალვადორის პრეზიდენტი, 1849 წლის 1 აპრილიდან 1851 წლის 1 აპრილამდე — ნიკარაგუის 24-ე უმაღლესი დირექტორი.
ნორბერტო რამირეს არეასი | ||
სალვადორის მე-13 პრეზიდენტი | ||
---|---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
20/23 სექტემბერი, 1840 – 7 იანვარი, 1841 | ||
წინამორბედი | ანტონიო ხოსე კანიასი | |
მემკვიდრე | ხუან ლინდო | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
1 აპრილი, 1849 – 1 აპრილი, 1851 | ||
წინამორბედი | ბენიტო როსალესი | |
მემკვიდრე | ხუსტო აბაუნსა | |
დაბადებული | მე-18 საუკუნის ბოლო ლეონი, ნიკარაგუა | |
გარდაცვლილი | 11 ივლისი, 1856 ლეონი, ნიკარაგუა | |
მოქალაქეობა | ![]() | |
ეროვნება | ნიკარაგუელი |
1840 წლის 20 წექტემბერს სალვადორში, ფრანსისკო მალესპინის წინამძღოლობით აჯანყება მოეწყო პრეზიდენტ ანტონიო ხოსე კანიასის გადასაყენებლად. მას შემდეგ, რაც ხოსე დამიან ვილაკორტამ უარი თქვა თანამდებობაზე, რამირესმა სალვადორის მთავრობის წინამძღოლობა ითავა.[1] 1840 წლის დეკემბერში, სან-სალვადორის ახლოს მდებარე ქალაქ სანტიაგო ნონუალკოში იფეთქა მთავრობის საწინააღმდეგო აჯანყება პეტრონილო კასტროს ხელმძღვანელობით. თუმცა, ეს ამბოხი მთავრობამ ჩაახშო, 1841 წლის 7 იანვარს რამირესმა ძალაუფლება დაუთმო ხუან ლინდოს.
1849 წლიდან 1851 წლამდე რამირესი იყო ნიკარაგუის უმაღლესი დირექტორი. მან 1849 წელს დადო შეთანხმება, რომელიც შემდგომში საფუძვლად დაედო კლეიტონ-ბულუერის შეთანხმებას. კლეიტონ-ბულუერის შეთანხმების ძალით აშშ-ს უფლება ეძლეოდა ჩარეულიყო ნიკარაგუის საშინაო საქმეებში.[2]
ნორბერტო რამირეს არეასი იყო მერსედეს რამირეს დე მელენდესის მამა. თავად მერსედეს რამირესი იყო დედა კარლოს და ხორხე მელენდესებისა, რომლებიც გახდნენ სალვადორის პრეზიდენტები.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- ნორბერტო რამირეს არეასი ბიოგრაფია (დაარქივებული Wayback Machine-ის მიერ)
სქოლიორედაქტირება
- ↑ (ესპანური) The coup by Malespín დაარქივებული 2007-05-31 საიტზე Wayback Machine. , from the Salvadoran government web site.
- ↑ "Pre-Revolutionary Nicaragua", at Latin American Revolutions, available here