ნოკრა (ინგლ. Nokra) — დაჰლაკის არქიპელაგის დაუსახლებელი კუნძული, წითელ ზღვაში ერიტრეის ნაპირებთან. ფართობი — 6,44 კმ²[1]. კუნძულის სიგრძე შეადგენს 4 კმ-ს, სიგანე — 2-2,5 კმ-ს. სიმაღლე — 48 მეტრი ზღვის დონიდან[2].

ნოკრა

დაჰლაკის არქიპელაგი
გეოგრაფია
მდებარეობა წითელი ზღვა
კოორდინატები 15°42′39″ ჩ. გ. 39°56′19″ ა. გ. / 15.71083° ჩ. გ. 39.93861° ა. გ. / 15.71083; 39.93861
ფართობი 6,44 კმ²
სიგრძე 4 კმ
სიგანე 2-2,5 კმ
უმაღლესი წერტილი 48 მ
ერიტრეის დროშა ერიტრეა
პროვინცია სემიენავი-კეი-ბაჰრი
დემოგრაფია
მოსახლეობა დაუსახლებელი (2009)

გეოგრაფია

რედაქტირება

მდებარეობს კუნძულ დაჰლაკის ნაპირიდან დასავლეთით. სამხრეთით სანაპირო გარშემორტყმულია მარჯნის რიფებით. კუნძულის ყველაზე უკიდურესი სამხრეთი წერტილია — რას-ბულულის კონცხი.

1890 წელს კუნძული მთელ არქიპელაგთან ერთად შევიდა იტალიის ერიტრეის კოლონიის შემადგენლობაში. იმ პერიოდში კუნძულზე აშენდა იტალიური ციხე. ცივი ომის პერიოდში ეთიოპია საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის (სსრკ) მხარეს დადგა, 1970-იანი წლების ბოლოდან აქ განლაგებული იყო სსრკ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ბაზის სასაქონლო-ტექნიკური უზრუნველყოფის პუნქტი[3].