ნოვოჩერკასკის სერაფიმ საროველის ეკლესია

ნოვოჩერკასკის სერაფიმ საროველის ეკლესია (რუს. Храм Серафима Саровского) — ყოფილი მართლმადიდებლური ეკლესია ქალაქ ნოვოჩერკასკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას. ეკლესია აგებულია 1910 წელს.

ნოვოჩერკასკის სერაფიმ საროველის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ნოვოჩერკასკი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1908-1910

ისტორია რედაქტირება

1908 წლის 8 მაისს ნოვოჩერკასკში გაიმართა საქველმოქმედო სახლის გახსნის ცერემონია. იგი გაიხსნა შიროკპვის შესახვევში, № 6 სახლში, რომელიც სწორედ ამ მიზნით გამოჰყო სამეურვეო საბჭომ. ამ საქველმოქმედო სახლიდან იწყება წმინდა სერაფიმ საროველის ეკლესიის ისტორია.

საქველმოქმედო სახლის გახსნის შემდეგ ნოვოჩერკასკის ამაღლების საკათედრო ტაძრის მრევლმა დაიწყო სახსრების შეგროვება ახალი, სერაფიმ საროველის სახელობის ქვის ეკლესიის ასაშენებლად. 1908 წლის 19 ივლისს საზეიმოდ გაიმართა ახალი ეკლესიის საფუძვლის ჩაყრა.

სერაფიმ საროველის მომავალი ეკლესიის ფუნადამენტის ჩაყრასთან ერთად დაიწყო შემოწირულობის შეგროვება ეკლესიის ასაშენებლად[1]. ორი წლის შემდეგ სერაფიმეს სახელობის ეკლესია ააგეს და აკურთხეს კიდეც.

ეკლესიის ისტორია ხანგრძლივი არ აღმოჩნდა. ეკლესიის ქუჩაზე მდებარეტალახის გამო, რომელიც ართულებდა მრევლის ეკლესიაში შესვლას, 1913 წელს ეკლესიას მიენიჭა კარის ეკლესიის სტატუსი. „დონის რეგიონალური უწყებები“ მრევლს ატყობინებდა, რომ წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით სერაფიმ საროველის ეკლესია გადაკეთდა კარის ეკლესიად და მასში გაიხსნა მღვდელმსახურის შტატი.

ჩვენს ეპოქამდე ეკლესია არ შემონახულა. ამჟამად ყოფილი ეკლესიის ადგილზე მდებარეობს დაუსახლებელი ადგილი, ხოლო მის მახლობლად ავტოფარეხი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. «Донские Епархиальные Ведомости», 1908 г., №24, неофиц. отд., стр. 625-626.