ნოვოშახტინსკის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი

ნოვოშახტინსკის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი (რუს. Новошахтинский историко-краеведческий музей) — მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ქალაქ ნოვოშახტინსკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მუზეუმი დაარსდა 1972 წელს. მისი სრული და ოფიციალური სახელწოდებაა „მუნიციპალური საბიუჯეტო განყოფილება ნოვოშახტინსკის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი“.

ნოვოშახტინსკის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი
47°46′54″ ჩ. გ. 39°52′03″ ა. გ. / 47.78167° ჩ. გ. 39.86750° ა. გ. / 47.78167; 39.86750
დაარსდა 1972
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მდებარეობა ნოვოშახტინსკი, როსტოვის ოლქი
დირექტორი ირინა კადულინა
Map

მუზეუმის მისამართი: 347570, როსტოვის ოლქი, ქალაქი ნოვოშახტინსკი, მეოთხე ხუთწლედის ქუჩა № 20[1].

საზოგადოებრივ საწყისებზე მუზეუმის შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს ჯერ კიდევ 1968 წელს. თითქმის ოთხი წელი გაგრძელდა ექსპონატების შეგროვება და მუზეუმის ექსპოზიციების გაფორმება. მის შექმნაში დიდი წვლილი შეიტანა თვითმოყოფადმა მხატვარმა ი. გლიკომ, რომელმაც საჩუქრად გაუგზავნა მუზეუმს ხის სკულპტურები. ბევრი ნახატი უფასოდ გადასცეს მუზეუმს მხატვრებმა ბ. სუხორუკოვმა, ნ. მაიაკოვმა, ა. რამონოვმა, თვითმყოფადმა მხატვარმა ა. ზაიცევმა. 1972 წლის 23 თებერვალს მუზეუმი ოფიციალურად გაიხსნა და მიიღო პირველი დამთვალიერებელი. მუზეუმის პირველი დირექტორი გახდა ქალაქ ნოვოშახტინსკის საპატიო მოქალაქე, მეორე მსოფლიო ომისა და შრომის ვეტერანი ალექსანდრე პუშკარენკო.

ამჟამად მუზეუმის ფონდებში ინახება 2 209 ერთეული ძეგლი. მუზეუმის ყველა ექსპონატი განლაგებულია მუზეუმის სამ დარბაზში („შრომის დიდება“, „საბრძოლო დიდება“ და საგამოფენო) და შვიდ ნაწილად („ჩვენი მხარის ბუნება“, „არქეოლოგია“, „გეოლოგია“, „ცხოვრება“, „ხელოვნება“, „ნუმზმატიკა“)[2][3][4].

2013 წლის იანვარში მუზეუმმა აიღო ვალდებულება, რომლის თანახმად 2017 წლამდე უნდა განეხორციელებინა ღონისძიებები ფრონტის სამხრეთ-დასავლეთ შტაბის ბლინდაჟების რეკონსტრუქციისათვის[5].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება