ნოვი-სონჩი (პოლ. Nowy Sącz) — ქალაქი სამხრეთ პოლონეთში, მალოპოლსკის სავოევოდოში. მდებარეობს კარპატებში, ზღვის დონიდან 281 მ სიმაღლეზე, მდინარე დუნაეცის ნაპირზე. აქვს საქალაქო პოვიატის სტატუსი. ქალაქის ფართობია 57 კმ². 2006 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქალაქში ცხოვრობდა 84,594 ადამიანი. სარკინიგზო კვანძი. წარმტაცი მიმდებარე ტერიტორია და ისტორიული შენობა-ნაგებობები ქალაქს ტურისტულ ცენტრად აქცევს. არის რეგიონული მუზეუმი. მცირე პოლონეთის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. დაარსდა 1292 წლის 8 ნოემბერს. განვითარებულია კომპიუტერული ტექნოლოგიების წარმოება.