ნოვინის მონასტერი

ნოვინის მონასტერი (რუს. Новинский монастырь) — უკვე აღარარსებული მამათა მართლმადიდებლური მონასტერი მოსკოვში. ტაძარი დაარსებული ყოფილა XV საუკუნეში. მდებარეობდა მოსკოვის ცენტრალურ ადმინისტრაციულ ოლქში, არბატის რაიონში.

ნოვინის მონასტერი
ნოვინის მონასტერი — რუსეთი
ნოვინის მონასტერი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°45′11″ ჩ. გ. 37°34′45″ ა. გ. / 55.75306° ჩ. გ. 37.57917° ა. გ. / 55.75306; 37.57917
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი არ შემონახულა
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XV საუკუნე

მონასტერი კიევის მიტროპოლიტმა ფოტიმ დააარსა მდინარეების მოსკოვისა და პრესნის შეერთების ადგილზე არსებულ მაღალ ბორცვზე 1425-1431 წლებს შორის.

1540 წელს მონასტერში მიტროპოლიტი იოსები შეხვდა რჟევიდან მოსკოვში მიმავალ რჟევის სასწაულმოქმედ ღვთისმშობლის ხატს, რის შემდეგადაც ივანე IV-ის გადაწყვეტილებით ამ ადგილზე ააგეს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძარი.

დროთა განმავლობაში ტაძრის გარშემო დასახლება გაჩნდა, რომელშიც ცხოვრობდნენ მონასტრის მსახურები, გლეხები და ხელოსნები. სამრევლო ეკლესია აკურთხეს იესო ნავეს ძის სახელზე. სავარაუდოდ აქედან უნდა წარმოქმნილიყო ახლომდებარე დასახლების სახელი „ნოვინსკოე“, ისევე როგორც მონასტრის სახელიც.

როგორც ჩანს, ნოვინსკის მონასტერს ჰქონდა საგუშაგო ტაძრის როლი, რადგან XVIII საუკუნეშიც კი ხშირად „საალყოსაც“ უწოდებდნენ.

მონასტრის გავლენის საზღვრები

რედაქტირება

1410 წელს მონასტერს გადაეცა სოფელი კუდრინო მინდვრებითა და ტყით მდინარე ხოდინკამდე. საუკუნეში მონასტერმა ვეღარ შეძლო საკუთარ მიწების მოვლა და ნაწილი გასცა იჯარით, მაგრამ XV-XVII საუკუნეებში მან თავად შექმნა დიდი მეურნეობა.

მონასტრის გაუქმება

რედაქტირება

1736 წლის ხანძარმა მონასტრის დიდი ნაწილი გაანადგურა, ცოტა ხნით ადრე პატრიარქობა გაუქმდა და მონასტერი სინოდალურ პერიოდში გადავიდა. 1746 წელს საქართველოს უფლისწულის სიმონის ქვრივის თხოვნით სინოდმა ნოვინის ბერები სხვა მონასტერში განასახლა, ხოლო მონასტერი მთელი თავისი ადგილ-მამულით გადაეცა ქართველებს. 1764 წელს ეკატერინე II-მ მონასტერი გააუქმა. მონასტრის ეკლესიები მიატოვეს და სიძველის გამო გააუქმეს 1780, 1789 და 1870 წელს.

მონასტრის გაუქმების შემდეგ მის შენობაში განათავსეს სკოლა მოსკოვის გარნიზონის ჯარისკაცების შვილებისთვის. XIX საუკუნის ბოლოსაკენ კი აქ სამხედრო ციხეც კი არსებობდა.

საბოლოოდ მონასტრის ერთ-ერთი გადარჩენილი ეკლესია, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძარი[1] დაანგრიეს 1933 წელს. 1934 წელს კი მიწის ის ნაკვეთი, რომელზეც მდებარეობდა ნოვინის მონასტერი გადაეცა კურორტოლოგიის ინსტიტუტს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება