ნოდარ ჩხეიძე (კრიტიკოსი)
ნოდარ ბარნაბის ძე ჩხეიძე (დ. 15 თებერვალი, 1928, ობჩა — გ. 9 იანვარი, 1968, თბილისი) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1943 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა თბილისში. 1945 წელს შევიდა უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, რომლის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო ასპირანტურაში კრიტიკისა და ესთეტიკის ისტორიის სპეციალობით. 1955 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე კითხულობდა ლექციებს. 1950 წლიდან ნიჭიერი კრიტიკოსი აქვეყნებდა თეორიული ხასიათის წერილებს ჟურნალ-გაზეთებში. სულ ოთხი წიგნისა და რამდენიმე ათეული სამეცნიერო თუ კრიტიკული წერილის შექმნა დასცალდა, მაგრამ ყველა ისინი გამოირჩევიან ღრმა ანალიზითა და პრინციპულობით, მათში კარგად ჩანს ავტორის ერუდიცია და ფართო ჰორიზონტი.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
რედაქტირება- თითმერია ჯ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 174-175.
- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 387, თბ., 1994