ნოდარ შოშიტაშვილი
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ეს სტატია უკატეგორიოა. |
ნოდარ შოშიტაშვილი (დ. 12 მაისი 1952 სოფელი ქსუისი, ცხინვალის რეგიონი.) ქართველი ისტორიკოსი და ეთნოგრაფი.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1952 წლის 12 მაისს, სოფელ ქსუისში, ცხინვალის რეგიონში. ბავშვობა გაატარა თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1974 წელს.
კარიერა
რედაქტირება1974-2002 წწ. მუშაობდა აკად ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომლად, აღრიცხვა-დაცვის განყოფილების გამგედ, დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო ნაწილში, მთავარ მცველად;
1991-1995 წწ. იყო ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნიკური კულტურისა და ეროვნულ ტრადიციათა კვლევის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი საათობრივი დატვირთვით;
2002-2006 წწ. აკად. გ. ჩიტაიას სახელობის ეთნორაფიული მუზეუმის გენერალური დირექტორი
2006-2022წწ. ამავე მუზეუმის კოლექციების მენეჯერი და უფროსი კურატორი
2008 წლიდან დღემდე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგიის მიმართულების მიწვეული პროფესორი
2012 წელს მიწვეული იყო საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის ლექტორად; პარალელურად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას სკოლაში
1992-2010 წლებში მუშაობდა ისტორიის მასწავლებლად თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში. დამოუკიდებელ სკოლა "მოძღვარის" ისტორიის მასწავლებელი (2000 წლიდან).
არის 15 წიგნის, 80 - ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 200-ზე მეტი პუბლიცისტური და ისტორიულ-შემეცნებითი სტატიის ავტორი. მისი პუბლიკაციები პერიოდულად იბეჭდება გაზეთ "კვირის პალიტრასა" და ჟურნალ "ისტორიანში". იყო არაერთი საერთაშორისო თუ რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენციისა თუ სიმპოზიუმის მონაწილე და გამომსვლელი.
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრისთვის გაწეული ღვაწლისა და თანადგომისთვის მიღებული აქვს საქართველოს საპატრიარქოს მადლობის სიგელი (2016)
თურქეთში მცხოვრები ქართველების, საქართველოს კულტურისა და ისტორიის წინაშე გაწეული ღვაწლისა და დამსახურებისათვის თურქეთის რესპუბლიკის ქოჯაელის ქართულ-კავკასიური კულტურის ცენტრის მადლობის სიგელი (2016).
სადისერტაციო თემა - "შიდა ქართლის თანამედროვე სოფლის ყოფა და კულტურა", დაიცვა 1989 წელს.
2002 წელს დააჯილდოვეს ღირსების მედლით
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- საქართველოს საძიებლად თურქეთში : სამი ზაფხული თურქეთელ ქართველებთან (ავტორი). - თბილისი, საჩინო, 2017. - 128გვ.. - ISBN: 9789941270338
- ვახტანგ გორგასალი (ავტორი). - თბილისი, პალიტრა L, 2016. - 48გვ.. - ISBN: 9789941217708
- რომი და საქართველო (ავტორი). - თბილისი, პალიტრა L, 2015. - 48გვ.. - ISBN: 9789941217685
- ძველი კოლხეთი და მითი არგონავტებზე (ავტორი). - თბილისი, პალიტრა L, 2015. - 48გვ.. - ISBN: 9789941217623
- ვახტანგ VI (ავტორი). - თბილისი, პალიტრა L, 2015. - 48გვ.. - ISBN: 9789941217548
- მეფე თამარი (ავტორი). - თბილისი, პალიტრა L, 2015. - 22გვ.. - ISBN: 9789941218590
- ხითხუროობის ტრადიციული ხერხები და სამუზეუმო რესტავრაცია-კონსერვაციის პრაქტიკა (შემდგენელი). - თბილისი, 2015. - 115გვ.. - ISBN: 9789941938030
- ერეკლე II (ავტორი). - თბილისი, პალიტრა L, 2014. - 22გვ.. - ISBN: 9789941219160
- პრომეთე (ავტორი). - თბილისი, პალიტრა L, 2013. - 25გვ.
- ჩაუმქრალი კერა საჯალაბო სახლში : XIX საუკუნის სამეგრელო (თანაავტორი). - თბილისი, 2012. - 44გვ.
- ქართული ეთნოლოგიური ლექსიკონი (შემდგენელი). - თბილისი, 2009. - 182გვ.
- ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი : აჭარა (შემდგენელი). - თბილისი, სამშობლო. - 640გვ.. - ISBN: 978-9941-8-0273-7
ოჯახი
რედაქტირებაჰყავს მეუღლე და ორი შვილი.