ნოდარ სარჯველაძე
ნოდარ ილიას ძე სარჯველაძე (დ. 1945, ბათუმი — გ. 2 დეკემბერი, 2024[1]) — ქართველი მეცნიერი, ფსიქოლოგი. ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1988), პროფესორი, საქართველოს ფილოსოფიური აკადემიის აკადემიკოსი, ადამიანის რესურსების განვითარების ფონდის დამფუძნებელი და მისი თავმჯდომარე 1996 წლიდან; Counseling-ის საერთაშორისო ასოციაციის წევრი, 7 წიგნისა და 40 სტატიის ავტორი ქართულ, რუსულ, ინგლისურ, გემანულ და ფრანგულ ენებზე.
ნოდარ სარჯველაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 1945 |
დაბ. ადგილი | ბათუმი |
გარდ. თარიღი | 2 დეკემბერი, 2024 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
საქმიანობა | ფსიქოლოგი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
1968 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ნოდარ სარჯველაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი დაარქივებული 2014-12-17 საიტზე Wayback Machine.