ნოდარ მოდებაძე
ნოდარ მოდებაძე (დ. 20 ნოემბერი, 1950, სოფ. აკურა, ახლანდ. თელავის მუნიციპალიტეტი — გ. 8 აგვისტო, 2016[1]) — ქართველი სპორტსმენი (თავისუფალი ჭიდაობა), ევროპის ჩემპიონი (1973, ლოზანა, შვეიცარია, +100 კგ), სტუდენტთა მსოფლიო თამაშების ჩემპიონი (1973, 130 კგ), სსრკ ხალხთა VI სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი (1975, კიევი, უკრაინა, +100 კგ), სამგზის სსრკ ვიცე-ჩემპიონი (1973 კრასნოიარსკი, 1975 კიევი, 1977 კრასნოიარსკი, +100კგ), გუნდურში მსოფლიო თასის გამარჯვებული (1974, ლას-პალმასი, ესპანეთი). სსრკ სპორტის ოსტატი, სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
დაბ. თარიღი | 20 ნოემბერი, 1950 |
დაბ. ადგილი | აკურა, თელავის მუნიციპალიტეტი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდ. თარიღი | 8 აგვისტო, 2016 (65 წლის) |
წონა | 100 |
სპორტი | |
ქვეყანა | სსრკ |
სპორტი | თავისუფალი ჭიდაობა |
კლუბი | ბურევესტნიკი, თბილისი და Lokomotiv |
დაამთავრა ვ. ი. ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს აღორძინება“. ნოდარ მოდებაძე 2016 წლის 8 აგვისტოს მშობლიურ სოფელში სანადირო თოფის გასროლით მოკლეს. პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 10 აგვისტოს დააკავა.
ძირითადი შედეგები
რედაქტირებადისციპლინა | ადგილმდებარეობა | ტურნირი | წონითი კატეგორია | ადგილი |
---|---|---|---|---|
თავისუფალი ჭიდაობა | ლოზანა, შვეიცარია | ევროპის ჩემპიონატი 1973 | +100 კგ |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ნოდარ მოდებაძე — ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ნოდარ მოდებაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
- ნოდარ მოდებაძე — ქართული სპორტი